in

“კალაშნიკოვის”-ის რებრენდინგი, ერთი კორპორატიული და სამი ახალი ბრენდი

იარაღის უმსხვილესმა მწარმოებელმა კონცერნმა “კალაშნიკოვმა” ახალი ბრენდი წარმოადგინა. რებრენდინგის ფარგლებში სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა “აპოსტოლამ” ახალი კორპორატიული ბრენდი შექმნა და რამოდენიმე ბრენდი “კალაშნიკოვი” “ბაიკალი” და “იჟმაშის” რებრენდინგი განახორციელა.

პროექტის ხელმძღვანელების თქმით, რებრენდინგის რეალიზება “კალაშნიკოვის” ბიუჯეტიდან მოხდა და ყველაფერი სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე გაკეთდა.

ბრენდი კომპანიის ახალ სტრატეგიას გამოხატავს და ამავდროულად მწარმოებლის სამ მნიშვნელოვან უპირატესობას – ნდობაზე, პასუხისმგებლობაზე და ტექნოლოგიურობაზე უსვამს ხაზს. რებრენდინგის დახმარებით შეიქმნა ბრენდის ერთიანი არქიტექტურა.

“დღეს ეს არის ბრენდი, რომლის ფილოსოფიაც ორ სიტყვაშია “მშვიდობის იარაღი”  და ჩვენ ამ პოზიციის შენარჩუნებას და გამყარებას ვცდილობთ” – რებრენდინგის ავტორი ალექსანდრ კოლი.

“კალაშნიკოვის” მთავარი ჩანაფიქრი გაყიდვების გეოგრაფიის გაზრდაა, შემოსავლის ოთხჯერ გაზრდა და წელიწადში მინიმუმ 300 000 ერთეულის გაყიდვაა.

სამომავლოდ “კალაშნიკოვი” თავისი ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოებას დაიწყებს. “იმისათვის რომ კონკურენციას გავუძლოთ ძლიერი, ცნობადი და პროდუქტიული ბრენდი უნდა შეიქმნას”

კონცერნმა გაყიდვების სტრატეგიაც შეცვალა. ის 50 ქვეყანა, რომელთანაც აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს დაიყოფა სამხედრო, სანადირო და სპორტული იარაღის შემსყიდველებად.

ბრენდმა გამართული სახე შექმნა და შესაბამისად თანამედროვე ენაზე ალაპარაკდება, შეიცვლება ბრენდის ვერბალური და ვიზუალური ენა – ბრენდის ერთ-ერთი შემქმნელი გრიგორი ბადალიანი.

რებრენდინგს სკანდალის გარეშე არ ჩუვლია. როდესაც კალაშნიკოვის საიტზე ტენდერი გამოცხადდა, განცხადებების მიღება 5 დღეში შეწყდა. ამ დროის განმავლობაში განაცხადის შეტანა რამოდენიმე სააგენტომ მოასწრო. განმცხადებლებს შორის კომპანია “Plenum”-ი და “აპოსტოლი” აღმოჩნდა. 20 მილიონი რუბლის ოდენობის ტენდერი “აპოსტოლმა” მოიგო, რომელმაც ასევე “Ростех”- ის ტენდერიც მოიგო.  აპოსტოლის ყოფილი გენერალური დირექტორი ამჟამად “Ростех”-ის და კალაშნიკოვის კომუნიკაციების სამსახურის უფროსია. ამ ფაქტზე  დაყრდნობით “Plenum”-ში დარწმუნებულები არიან, რომ ტენდერი კანონის დარღვევით ჩატარდა.

 

murბრენდინგ სააგენტოს Lineberger-ის გენერალური დირექტორი ალექსეი მურაზანოვი

KALASHNIKOV GROUP- დროშაზე შავი და წითელი ფერების შეხამება სამგლოვიარო  ლოგოს ასოციაციას ქმნის. რომ წარმოვიდგინოთ რუქა და იმ ქვეყნებში, სადაც კალაშნიკოვს პროდუქტი შეაქვს ლოგოთი მოვნიშნოთ ერთი დიდი პანაშვიდის დაფა გამოვა სლოგანით “კალაშნიკოვი-სიკვდილის კორპორაცია”.

IZMASH – ამ შემთხვევაში ყველაფერი გამეორებული და უკვე ათასჯერ გამოყენებულია. გაიხსენეთ შემდეგი ლოგოები: MAN, BELAZ, KAMAZ, UAZ და ყველაფერს მიხვდებით. არაფერი ახალი მხოლოდ სხვა დასახელება. რაში ესაჭიროება ასეთი ლოგო სპორტულ იარაღს?!

Baikal – ეს რომ იყოს შოკოლადის, სიგარეტის, ტექსტილის ან საცვლების ლოგო ყველაფერი გამართლებული იქნება, თუ დიზიანერებს ლოგოს უნივერსალურობა სურდათ მაშინ მიიღეს, მაგრამ  Baikal-ის ლოგო პროდუქტს მთლინად ფარავს და სხვა ასოციაციას აჩენს. 

თავიდან დაიწყე შენი დღე ნებისმიერ დროს! – “Nescafe”-ს ახალი კამპანია

გენიალური გარე რეკლამა სამხრეთ კორეაში, მიმართული ძალადობის წინააღმდეგ