in

ტოკიოს ოლიმპიადაში კალათბურთელი რობოტი მიიღებს მონაწილეობას!

სპორტის მომავალი თუ ერთჯერადი მცდელობა?

როგორი წარმოგიდგენიათ სამყაროს მომავალი? თუ მექანიკურ, დისტოპიურ სცენარზე ფიქრობთ, რომელსაც რობოტები უზენაესი მთავრების მსგავსად მართავენ, ეს სტატია კიდევ უფრო გააფართოებს თქვენს წარმოსახვას.

ტოკიოს ოლიმპიადა აქტიურად მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კლასის სპორტსმენებსა და მათ წარმოდგენილ ქვეყნებს შორის ორწლიანი შეჯიბრი მხოლოდ ადამიანების ბრწყინვალების დღესასწაულია, 2021 წელს მინიმუმ ერთ რობოტს მიეცემა მასში ჩართვის შესაძლებლობა.

სიახლის შესახებ ტოკიოს ოლიმპიადის თვითერის ოფიციალური გვერდიდან შევიტყვეთ, სადაც რობოტის თამაშის ვიდეო გამოქვეყნდა. კალათბურთელ რობოტს 95 ნომერი მაისური აცვია და რობო-ოლიმპიური თამაშების ამ სუპერვარსკვლავის სიმაღლე თითქმის შვიდ ფუტს აღწევს.

ჯერჯერობით კალათბურთელ რობოტთან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია. ამ ეტაპზე ისიც კი არ ვიცით, 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაში უშუალოდ ეს მოდელი მიიღებს მონაწილეობას თუ კიდევ სხვა, უფრო ახალ რობოტს წარადგენენ. როგორც არ უნდა იყოს, 95 ნომერი იდეალურად ასრულებს თავის საქმეს და უკვე პროფესიონალებსაც კი უწევს კონკურენციას.

მსოფლიოში ნაწილაკების ყველაზე პატარა ამაჩქარებელი შეიქმნა!

ობიექტების ლევიტაცია უკვე მხოლოდ ხმის მეშვეობითაც შესაძლებელია!