Nike–ის ახალ ვიდეორგოლში, რომელიც ბრენდმა მოდელ Kyrie 3-ისთვის შექმნა, კლივლენდ კავალიერსის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი კაირი ირვინგი და მუსიკოსი Questlove მონაწილეობენ. ამ უკანასკნელმა, სულ ცოტა ხნის წინ, მუსიკალურად გააფორმა ოქროს გლობუსის ცერემონია, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი მოვლენა კინოინდუსტრიაში.
ზუსტად ერთწუთიან ვიდეორგოლში კაირი, დრამის თანხლებით, ბურთის ფლობის საოცარ ხელოვნებას წარმოგვიდგენს და Questlove–სთან ერთად, შთამბეჭდავ სპორტულ-მუსიკალურ სანახაობას გვთავაზობს.
https://www.youtube.com/watch?v=QXbiY8oli78












