6
Sep
2017

კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ახალი სეზონი იწყება!

6 Sep 2017

კობი
კობი


პროექტი „კალათბურთის სამოყვარულო ლიგა“ უკვე 4 წელია ხორციელდება საქართველოში. წლიდან წლამდე მატულობს მონაწილეთა რაოდენობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უამრავი მოყვარული ვერ ბედავდა სამოყვარულო ლიგაში მონაწილეობას, რადგან აღნიშნულ ჩემპიონატში თამაშობენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებიც – სუპერლიგის ვეტერანი მოთამაშეები. ოთხწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა შეიქმნას ალტერნატიული ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობის მიღება მხოლოდ მოყვარულ კალათბურთელებს შეეძლებათ, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ პროფესიონალურ ლიგაში.

 

შეიქმნა A და B დივიზიონი, სადაც თანაბარი ძალის მქონე გუნდები ერთ ჩემპიონატში მოიყრიან თავს – შესაბამისად, კონკურენციის დონე საგრძნობლად აიწევს.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ – სამოყვარულო ლიგის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით – www.gabl.ge

მატჩები ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში ოქტომბრიდან ივნისამდე, ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.

ჩემპიონატის მსვლელობისას შეიქმნება სტატისტიკური ველი, რომლის მიხედვითაც, მონაწილეებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ, რაც მათ ჩართულობას მეტ სტიმულსა და ხალისს მისცემს.

განხილვა