საქართველოში წელს პირველად კალათბურთის სამოყვარულო ლიგა გაიმართება. მარკეტერი ღონისძიების ოფიციალური მარკეტინგული პორტალია. სამოყვარულო ლიგის თაობაზე ჩვენ ღონისძიების ორგანიზატორს, ერეკლე ამაშუკელს ვესაუბრეთ:
რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში კალათბურთის სამოყვარულო ლიგის შექმნა?
საქართველოში მსგავსი სამოყვარულო ლიგის პრეცენდენტი არ ყოფილა, საზოგადოების მხრიდან მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა ლიგის შექმნა, არსებობს უამრავი მოყვარული კალათბურთელი რომელთაც არ აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სამოყვარულო დონის ჩემპიონატში. გვინდა რომ მოყვარულებს გაუჩნდეთ განცდა რომ ეს სპორტი მათთვისაც არის და ნებისმიერ მათგანს შეუძლია იასპარეზოს და აჩვენოს საკუთარი პოტენციალი. წლების განმავლობაში ტარდებოდა ეგრეთწოდებული streetball რომლის ორგანიზატორიც იყო ერთ ერთი ამ სამოყვარულო ლიგის დამფუძნებელი, მაგრამ streetball როგორც ყოველთვის მაქსიმუმ ორდღიანია და არის სეზონური წელიწადში იმართება 3 – 4 ჯერ. სამოყვარულო ლიგა კი გასტანს მთელს სეზონს და იქნება გრძელვადიანი
ვინ არიას ღონისძიების ორგანიზატორები?
ორგანიზატორები არიან ერეკლე ამაშუკელი ყოფილი კალათბურთელი, მიხეილ ამაშუკელი ყოფილი კალათბურთელი, გიორგი ალავიძე ყოფილი ფეხბურთელი და ლაშა ბერუაშვილი მარკეტინგის სპეციალისტი. მიხეილ ამაშუკელი არის ქუჩის კალათბურთის ასოციაციის დამფუძნებელი და წლების განმავლობაში მისი ორგანიზებით იმართებოდა ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატები
კონკრეტულად ვის და როგორ შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ შეჯიბრში?
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, ასაკის ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული, ქვედა კი 16 წელს უნდა სცილდებოდეს. თამაშები გაიმართება სავარაუდოდ ან აკადემის დარბაზში ან არენაში სადაც განთავსებულია ტრიბუნები და მსურველებს შეეძლებათ უგულშემატკივრონ რჩეულ გუნდს. ყველა გუნდს ექნება თავისი ეკიპირება.
როდის დაიწყება ჩემპიონატი და რამდენ ხანს გასტანს?
ჩემპიონატის დაწყების ზუსტ რიცხვს ვერ ვასახელებთ რადგან ველოდებით რამოდენიმე ორგანიზაციისაგან სპონსორობასთან დაკავშირებულ პასუხებს, აქედან გამომდინარე განვსაზღვრავთ ზუსტ რიცხვებს, სავარაუდოდ ვგეგმავთ ოქტომბერში ჩემპიონატის დაწყებას. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო არის მხარდამჭერი,
ზაზა ფაჩულია კი ჩვენი საპატიო პრეზიდენტი.
თუ არიან ამ ეტაპზე უკვე რეგისტრირებული გუნდები/კომპანიები?
რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ დაგვიკავშირდა რამოდენიმე ორგანიზაცია და გამოთქვეს სურვილი მონაწილეობასთან დაკავშირებით ესენია: ვითიბი ბანკი, თელიანი ველი, საქართველოს ბანკი, რესპუბლიკა ბანკი და ორი გუნდი რომელიც დაკომპლექტებულია მოყვარული კალათბურთელებისაგან,
სავარაუდოდ როდესაც დავთქვავთ ოფიციალურად რიცხვებს ჩემპიუონატის დაწყების და დამთავრების შემდეგ გვეცოდინება დანამდვილებით მონაწილეთა სახელები და რაოდენობა
თამაშები გაიმართება ოფიციალურად ფიბას დადგენილი წესების მიხედვით ვთანამშრომლობთ კალათბურთის ფედერაციასთან და სამწვრთნელო შტაბს უზრუნველყობს სწორედ ფედერაცია. რეგისტრაციისათვის და დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლაშა ბერუაშვილს 593 73 30 23