ფრაზა „ეს რა ქალის საქმეა“ არაერთხელ გვსმენია ამა თუ იმ სფეროსთან მიმართებით, როგორც სურვილებისა და შესაძლებლობების შემზღუდავი სტერეოტიპი. დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევაფასებთ, თითქოს აქტუალური აღარ უნდა იყოს მსგავსი მიდგომა, მაგრამ Watergunz-ისა და UN Women Georgia-ს ერთობლივი კამპანია სრულიად საპირისპირო რეალობაზე გვიამბობს… ასევე, კამპანიის პარტნიორები არიან: UN Women, The Body Shop, BTU – Business & Technology University, ტოიოტა ცენტრი თეგეტა.
როგორც Watergunz-ის კრეატიული დირექტორი ბაჩო მებურიშვილი განმარტავს, ყველაფერი მემორიალური დაფების შესწავლით დაიწყო. კორპუსებსა და სახლებთან განთავსებული დაფების 90% კაცებს მიემართებოდა, რაც პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებდა. აქედან წამოვიდა ქალაქში ისეთი დაფების განთავსება, რომლებზეც სამწუხარო რეალობით გამსჭვალული ფრაზებია დატანილი: „ამ სახლში შესაძლოა ეცხოვრა ფიზიკოს ნინო ჯაფარიძეს, მაგრამ დაარწმუნეს, რომ ფიზიკოსობა ქალის საქმე არ არის“.
აღსანიშნავია, რომ მთელ ქალაქში განაწილებულ 30 მემორიალურ დაფას QR კოდი ახლავს თან, რომელთა დასკანერების შემდეგაც სხვადასხვა ადამიანის ისტორიას მოისმენენ — ამბავს, როდესაც ქალს პროფესიული არჩევანი სტერეოტიპული ხედვით შეუზღუდეს. ამასთან, კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლიც გამოუშვეს, რომელიც მემორიალური დაფების შექმნის პროცესზე მოგვითხრობს — როგორ იღებს ქვა სტანდარტულ ფორმას, როგორც საზოგადოების მიერ შეხედულებების ყალიბში მოქცევის სიმბოლო.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ადამიანებს, რომლებიც ამ სტერეოტიპულ ფრაზებს იყენებენ, შევახსენოთ, რომ გარშემომყოფთა ცხოვრების სამუდამოდ შეცვლა შეუძლიათ. გაკვრით ნათქვამმაც კი შეიძლება იმოქმედოს და ცხოვრების მთავარ ოცნებაზე ააღებინონ ხელი. ასევე, გვსურს, გოგოებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ერთგვარი მოტივაცია მივცეთ და სათანადოდ გავამხნეოთ“, — ამბობს ბაჩო მებურიშვილი.
სოციალური კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“
სააგენტო: watergunz
კრეატიული დირექტორი: ბაჩო მებურიშვილი
ქოფირაითერები: თოი თოიძე, ბაჩო მებურიშვილი
პროექტის მენეჯერი: ნინი დვალიშვილი
ციფრული ხელმძღვანელი: ქეთო ცაავა
ციფრული სტრატეგი: ნინუცა ძნელაძე
სოციალური მედიის მენეჯერი: მარიამ ჩაჩუა
არტ დირექტორი: ნათია ჯაბანაშვილი
დიზაინის გუნდი: საბა ჩაბაკაური, ანა თავართქილაძე
გრაფიკული რგოლები: იკო იაკობიძე, გიგი მებურიშვილი
პარტნიორები: UN Women, The Body Shop, BTU – Business & Technology University, ტოიოტა ცენტრი თეგეტა
მხატვრები: მარიამ მარგიშვილი – მაშოლენდი, დავით კელბერაშვილი – კელბერა, მუსია ქებურია
ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე
ფოტოგადაღების მხატვრობა: გიორგი გორგიაშვილი, გიორგი ყაველაშვილი
ვოისოვერის ჩაწერა: არტურ სტეფანიანი – voices.ge
აბრები: ნიკო იაგორაშვილი
ვებგვერდი: გიორგი შეშაბერიძე
ქეის ვიდეო: პაპუნა პატარიძე
ტექნიკური ჯგუფი: კინო ფაბრიკა – დიტო ჯიმშელეიშვილი, ტატო ცელაძე, ერეკლე გორდელაძე, პავლიკა ცერცვაძე, გიორგი ომანაშვილი
საორგანიზაციო ჯგუფი: სოფიო ბენდიაშვილი, სოფო ორჯონიკიძე, მარიამ ხიდირბეგიშვილი, ქეთა ლომსაძე, ბექა კირტავა, ირინა მამულაიშვილი, ანი თანდიაშვილი, თეკო მგალობლიშვილი, ბექა შეყილაძე
პროექტის ფინანსური მენეჯერი: ლელა ალთუნაშვილი
იურისტი: ნანუკა ჭკუასელი
მთავარი ვიდეო:
რეჟისორი: ბაჩო მებურიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ომარ გელაშვილი
ფოკუს ფულერი: მანუ ელიჯარაშვილი
კამერის ასისტენტი: ნინია ცაბაძე
ხმა სეტზე: სალომე ახალაძე
წარმოების მენეჯერი: თეკლა ბასიშვილი
მძღოლი: გელა გიორგაშვილი
მონტაჟი: ნინო გოგუა
გრაფიკა: სტუდია მეტროგრაფი
ფერის კორექცია: ომარ გელაშვილი
ხმის დიზაინი: ბაჩო გვეტაძე