in

გააგონეთ ხმა მთელ მსოფლიოს! – ქალთა დღისადმი მიძღვნილი კამპანია

გააგონეთ ხმა მთელ მსოფლიოს, როგორც ეს მარია კალასმა შეძლო, გააკეთეთ აღმოჩენები მარია კიურის მსგავსად და გაშალეთ ფრთები ამელია ერჰარტივით, რომელმაც ოკეანეს გადაუფრინა… რადგან თქვენ ქალები ხართ, რადგან თქვენ ეს შეგიძლიათ. ასეთი შთამაგონებელი შეტყობინებებითაა შექმნილი Iaso Hospital-ის ბეჭდური კამპანია, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღისთვის შეიქმნა. კამპანია ქალებს ეუბნება, რომ თითოეული მათგანი ისეთივე დიდი, ძლიერი და განსაკუთრებულია, როგორიც ყველა დროის ყველაზე ცნობილი ქალები, რომლებმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალეს. სააგენტო WPP-ის მიერ შექმნილ ილუსტრაციების სერიაში, შეხვდებით კოკო შანელის, მარი კიურის, მარია კალასის, კატინა პაქსინუს, მელინა მერკურისა და ამელია ერჰარტის მაგალითებს. თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა ასპარეზზე შეძლო უდიდესი წარმატების მიღწევა, რამაც დედამიწა უკეთეს ადგილად ექცია. კამპანიის მთავარი სათქმელი ისაა, რომ მათ  მსგავსად, ამის გაკეთება ყველა ქალს ყოველდღიური ქმედებებით შეუძლია. 

„ართქმული“ — ანასტასია ახვლედიანის პირველი სოლო გამოფენა საქართველოში

უკრაინელი ილუსტრატორის, ოლგა შტონდას ნამუშევრები