in

“კალეიდოსკოპ 2” – ფოტო-გამოფენა

FOR MARETER 02

კალეიდოსკოპი სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამინების გაერთიანებაა, რომელთა საერთო ჰობი და ინტერესი ფოტოგრაფიაა. ფოტოგრაფია არ არის მათი ყოველდღიური საქმიანობა, ეს არის თვითგამოხატვის, ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის ყველაზე სასიამოვნო საშუალება. კალეიდოსკოპის მიზანია მიტოვებული, ნოსტალიგიის ობიექტად დარჩენილი შენობების რამდენიმე დღით, საგამოფენო სივრცედ რეინკარნირება. უფუნქციო შენობების ახლებურად, სხვა პერსპექტივით წარმოჩენა ქალაქის ურბანულ გეგმარებაში „კალეიდოსკოპის“ გამოფენების საკვანძო ელემენტია.

„კალეიდოსკოპის“ პირველი გამოფენა გაიმართა 2015 წლის 15 ნოემბერს [21:00 საათზე]. წარმოდგენილი იყო 9 ფოტოგრაფის ნამუშევრები. მათ თავიანთი კალეიდოსკოპური ფოტოებით, საკუთარი ძალისხმევითა და ენერგეტიკით შეძლეს რამოდენიმე დღით გაეცოცხლებინათ თბილისის ძველი საბაგიროს ქვედა სადგურის შენობა.

2016 წლის 15 მაისს  ფოტოკვირეულ – ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში გაიმართება კალეიდოსკოპის რიგით მეორე „კალეიდოსკოპი 2 ‘’ ფოტო გამოფენა – ამჯერად  უკვე 13 ფოტოგრაფის მონაწილეობით.

ყველა ფოტო თავს მოიყრის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში. კოსტავას ქუჩა 59. წარმოდგენილი იქნება მეტი განსხვავებული ხედვა და პესპექტივა. ჯგუფის წევრები კვლავ გააცოცხლებენ ყველასთვის ნაცნობ მაგრამ ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობ შენობას, საკუთარი ძალებით გარდაქმნიან ამ შენობას საგამოფენო სივრცედ და განსხვავებული რაკურსით დაგვანახებენ თავიან ხედვებს.

თითოეულ სტუმარს შეუძლია მისთვის სასურველი ფოტოს მფლობელი გახდეს. შენაძენის სანაცვლოდ გადახდილი თანხა კი კალეიდოსკოპის ფონდში შეინახება, რომელიც მომავლი იდეების განხორციელებას მოხმარდება.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

https://www.facebook.com/kaleidoscopephotoexhibitions

ერთხელ უდაბნოში !

ტონი შეის გამონათქვამები