ხელნაკეთი ვერცხლეულების მაღაზია კალეისი ქართული წარმატებული ბიზნესია, რომელიც ხშირად იყენებს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს და მომხმარებლისთვის მრავალფეროვან, საინტერესო შეთავაზებებს ქმნის. კალეისის დამფუძნებელი თათა კაპანაძე გვიყვება, როგორ ზრდის ლოიალობის პროგრამები ბრენდის ცნობადობასა და გაყიდვებს:
„კალეისი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან, ვიყენებთ ბიზნეს მობილბანკს, Ads მენეჯერს, PLUS ქულების ბენეფიტებს. ჩვენს ყველა მაღაზიაში შესაძლებელია როგორც PLUS ქულების განსაკუთრებული პირობებით დაგროვება, ისე დახარჯვა. გარდა იმისა, რომ Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა ციფრულად სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, ბრენდის სახელი, შეთავაზება, ვიზუალი საქართველოს ბანკის პლატფორმებზე ჩნდება, რაც საშუალებას გვაძლევს, დავაინტერესოთ როგორც პოტენციური, ისე აქტიური და ლოიალური მომხმარებლები. ზოგადად, რეკლამის განთავსება ცნობილ პლატფორმებზე საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, საქართველოს ბანკის მილიონ-ნახევრიან აუდიტორიამდე რეკლამის მიტანა კი ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯის გარეშეა შესაძლებელი, რაც ნამდვილად განსაკუთრებული შესაძლებლობაა ჩვენთვის.”
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი უნიკალური ციფრული პროდუქტია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, დისტანციურად შექმნათ შეთავაზება სასურველი პირობებით და საქართველოს ბანკის პლატფორმებზე, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე 1.5 მილიონ- ზე მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა.
,,Ads მენეჯერში შესაძლებელია შენი შექმნილი შეთავაზების შედეგები გააანალიზო და შეაფასო. გაათმაგებული პლუს ქულების აქცია ჩვენი მაღაზიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. PLUS ქულებს უამრავი ადამიანი აგროვებს და ცვლის სასურველ ნივთებში, შესაბამისად, დამატებითი ქულების შეგროვების შეთავაზება, გვეხმარება დავრჩეთ კონკურენტუნარიანები ბაზარზე. სწორედ ამიტომ, ამჯერად მომხმარებლებს ჩვენს მაღაზიებში 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობას მივცემთ“, – ამბობს თათა.
კალეისმა მომხმარებლისთვის უკვე შექმნა 10-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობა. შეთავაზება ეფექტიანი აღმოჩნდა, ამიტომ აპირებს, ახალი აქციითაც ისარგებლოს და 30X PLUS შეთავაზება შექმნას.
ნოემბრის ბოლომდე გაქვთ შანსი, სრულიად უფასოდ შექმნათ 30X PLUS შეთავაზება. რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის ან სერვისის შეძენისას, საქართველოს ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს სტანდარტულზე 30-ჯერ მეტი PLUS ქულა დაუბრუნდება უკან. თქვენი ბიზნესი კი არანაირ დამატებით თანხას არ გადაიხდის, დარიცხული PLUS ქულების ხარჯს American Express და საქართველოს ბანკი დააფინანსებენ.
“ვფიქრობ, ზოგადად, ლოიალობის პროგრამები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბიზნესის ცნობადობის გაზრდასა და განვითარებაში. მცირე მეწარმეებისთვის დიდ კომპანიებთან თანამშრომლობაც აუცილებელია. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვისარგებლოთ ყველა ბენეფიტით, რომელსაც საქართველოს ბანკი გვთავაზობს. PLUS დაბადების დღესაც ყოველი წლის 5 ივლისს ერთად აღვნიშნავთ, ამ განსაკუთრებულ დღეს PLUS ქულებით გადახდისას ნებისმიერი სამკაულის შეძენა ნახევარ ფასად შეგიძლიათ”, – აღნიშნავს თათა.
ასე რომ, თუ მეწარმე ხარ და აქტიური მომხმარებლის წახალისება ან ბრენდის ცნობადობის გაზრდა გსურთ, გამოიყენეთ შესაძლებლობა, ისარგებლეთ Ads მენეჯერის განსაკუთრებული შეთავაზებით და Offers.bog.ge კი აუცილებლად გიპოვით ის, ვინც გეძებს!
შეთავაზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კი ამ ბმულზე იპოვით.
Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ. თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნა manager.bog.ge-დან შეგიძლიათ იმ მომხმარებლის სახელსა და პაროლის გამოყენებით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში იყენებთ. ხოლო თუ ხართ მარკეტერი, შეთავაზების შექმნისთვის დირექტორს აქვს შესაძლებლობა, manager.bog.ge-ზე შესაბამისი როლი მოგანიჭოთ.
30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზებაზე სრული ინფორმაციისთვის ან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.
[R]