in

ქალი, რომელიც ტკივილს ვერ გრძნობს — მისი დნმ-ის საფუძველზე ახალ წამლებს შექმნიან

ტკივილი ადამიანისთვის ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს — აქ არა თუ შინაგან განცდებზე, არამედ ფიზიკურ ტკივილზე ვსაუბრობთ. არ აქვს მნიშვნელობა, სუსტი იქნება თუ მწვავე, მისი შეგრძნება ყველასთვის ნაცნობია. თუმცა ჯო კამერონი 75 წლის შოტლანდიელი ქალია, რომელსაც ცხოვრებაში არანაირი სახის ტკივილი არ უგრძნია… არც სერიოზული ქირურგიული ოპერაციის თუ მშობიარობის დროს.

M2
M2

2019 წელს BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კამერონმა აღნიშნა, რომ საკუთარი კანის დამწვრობა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როცა სუნი ეცა. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რას უნდა გამოხატავდეს სიტყვა „ტკივილი“. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მსოფლიოში კიდევ რამდენიმე ადამიანი მოიძებნება ასეთი უჩვეულო მდგომარეობით, რომელსაც სამედიცინო ენაზე თანდაყოლილი ანალგეზია ეწოდება და მილიონში ერთხელ გვხვდება.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრები ახლა კამერონის გენებს სწავლობენ, რათა ქრონიკული ტკივილის განკურნების გზებს მიაგნონ. გენეტიკოსი ჯეიმს კოქსი განმარტავს, რომ თუ ზუსტად გაიგებენ, რა ხდება მოლეკულურ დონეზე, ისეთი წამლების შექმნასაც შეძლებენ, რომელთა მეშვეობითაც პაციენტებს ქრონიკული ტკივილის პრობლემას მოუგვარებენ.

Mastercard-ის სპეციალური შეთავაზება საქართველოს ყველა რესტორანში

მსოფლიო ბრენდების მიერ ყველაზე მოთხოვნადი სერვისები