in

კალიფორნიის სანაპიროზე საზარელი თევზი გამოირიყა!

ის წყნარი ოკეანის Footballfish-ია

გასულ პარასკევს კალიფორნიის სანაპიროზე უჩვეულო ფორმის თევზი გამოირიყა, რომელსაც შავი ფერის ბასრი კბილები აქვს. Crystal Cove State Park-ის თანამშრომლებმა თევზის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და როგორც დადგინდა, ის წყნარი ოკეანის Footballfish-ია.

მეცნიერების თანახმად, Footballfish ძირითადად ოკეანის სიღრმეში გვხვდება. არსებას ბასრი და წვეტიანი კბილები აქვს, რომლებიც მინის ნამსხვრევებს მოგვაგონებს. თანაც მათ საკუთარი ზომის მტაცებლის გადაყლაპვა შეუძლია.

ალბათ, თევზის თავზე არსებული წამონაზარდი ყველაზე უჩვეულო სანახავია. ეს გრძელი წამონაზარდი მხოლოდ მდედრებს აქვთ, რომელსაც ნადავლის სატყუარად იყენებენ. რაც შეეხება მამრს, მისი ერთადერთი დანიშნულება მდედრის რეპროდუქციაში მონაწილეობის მიღებაა.

“ამ უცნაური და მომხიბლავი თევზის აღმოჩენა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად მრავალფეროვანია ზღვისა და ოკეანის სამყარო. და როდესაც მეცნიერები ამ არსებებს იკვლევენ, ცხადი ხდება, კიდევ რამდენის შესწავლაა შესაძლებელი” – ამბობენ მეცნიერები.

ტექნოლოგიური პასუხი შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებზე – QuickID სამუშაო საათების აღსარიცხად

Tesla-ს მანქანების ბიტკოინით შეძენას ვეღარ შეძლებთ!