in

ნახეთ: კალიგრაფის მიერ შექმნილი სიმბოლოებით დატვირთული პეპელა

პეპელა, მთელი თავისი მოხდენილი სილამაზით, სიმბოლურად განასახიერებს ჩვენს პლანეტას…

ბრიტანელი მხატვარი სებ ლესტერი კალიგრაფიულ ხელოვნებას ქმნის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მწერლობის ტრადიციებით არის შთაგონებული. მისი უახლესი ნამუშევარი “პეპელა” ხელნაწერებისა და სიმბოლოებისადმი ესთეტიკურ დამოკიდებულებას გამოხატავს. პროექტს, რომელსაც ლესტერი თავის “პატარა დიდ ნამუშევარს” უწოდებს, 1000 საათზე მეტი დასჭირდა…

“პეპელა არის მცდელობა, ვიზუალურად გამოვხატო ჩემი სამი სათნოება: სიმართლე, სილამაზე და სიკეთე — ასევე ცნობილი როგორც ტრანსცენდენტული ან პლატონური ტრიადები. ძველი დროიდან ეს ცნებები ძირითად საფუძვლად ითვლებოდა იმისა, თუ რა ანიჭებს ჩვენს ცხოვრებას ღირებულებას და მნიშვნელობას” — აღნიშნავს მხატვარი. სიტყვები “სიმართლე”, “სილამაზე” და “სიკეთე” პეპლის სხეულზე დახვეწილად მორთული წარწერითაა დატანილი.

საგულისხმოა, რომ პეპელას სხვა მნიშვნელობაც აქვს, მათ შორის, გარემოსდაცვითი კონოტაციები. “პეპელა, მთელი თავისი მოხდენილი სილამაზით, სიმბოლურად განასახიერებს ჩვენს პლანეტას. ფრთები ორ კარგად განსაზღვრულ თემას განასახიერებს: კულტურა და ბუნება, ან კაცობრიობა და ბუნებრივი სამყარო”. ლესტერი ასახავს კულტურას ან კაცობრიობას, მთელი მსოფლიოს დეკორატიული ხელოვნების, სიმბოლოებისა და იკონოგრაფიის გამოყენებით — ძველი ეგვიპტური გამოსახულებებით, შუა საუკუნეების ნიმუშებით და თანამედროვე სიმბოლოებითაც კი, რომლებიც დღეისათვის ინტერნეტში გამოიყენება.

როგორია ბრენდის პერსონიფიკაციის მომავალი და არქეტიპების როლი ამ პროცესში?

როგორ გავხდეთ უფრო ჰუმანური ლიდერი?