in ,

25 წლის გოგო ოჯახურ ბიზნესს მართავს – კალმახა სოკოს წარმატების ისტორია თელავის ბაზარზე

Startauperi
Startauperi

melano 125 წლის მელანო დადალაური, კალმახა სოკოს ოჯახურ ბიზნესს წარმატებით მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მან საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო ამჟამად საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირებას ეუფლება, ბიზნესის ნიჭი და უნარი კონკრეტული პროფესიული განათლების გარეშეც აღმოაჩნდა. მელანო ოჯახთან, ოთხ და-ძმასა და მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობს. სოკოს ბიზნესს კი თელავში, ოჯახის კუთვნილ სახლში, მამის იდეის გათვალისწინებით ჩაუყარა საფუძველი. ამ თემასთან დაკავშირებით მარკეტერი მელანო დადალაურს ესაუბრა.

M: როგორ დაიწყეთ კალმახა სოკოს ბიზნესი და რატომ დაინტერესდით კონკრეტულად ამ სფეროთ ?  

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი ბევრი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობისათვის სოფლის მეურნება შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული მთელი სამუშაო ძალის 50%, თუმცა, ახალგაზრდებისთვის ნაკლებად სასურველი სფეროა. როცა სოკოს მოყვანა დავიწყეთ, სურვილი მქონდა მცირედი წვლილი მაინც შემეტანა ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში და ახალგაზრდა თაობებისთვის პატარა მაგალითი მიმეცა. სოკოს მოყვანის ინიციატორი მამა იყო. ამავდროულად,  ყველა დასაქმებული ადამიანის სურვილია, რაღაც ეტაპზე თავად გახდეს დამსაქმებელი.  ამ კუთხით განათლება და გამოცდილება არ მქონდა, თუმცა დიდი იყო სურვილი მეკეთებინა საკუთარი საქმე. დამეწყო ნულიდან და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ  განმევითარებინა. ძალიან საინტერესო და რთული პროცესია, მეც ნელ-ნელა ვვითარდები და ვიზრდები პიროვნულად. თითქოს ბევრი რამე ვიცოდი, მაგალითად ერთ-ერთი სკოლაში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ლექტორები გვასწავლიდნენ ბიზნესის  კეთებას და სოციალური მეწარმეობის განვითარებას, ისინი მაქსიმალურად პრაქტიკაზე და  კონკრეტული ქეისების განხილვაზე იყვნენ ორიენტირებულები, თუმცა რეალობა მაინც ბევრად განსხვავებული აღმოჩნდა.

soko 1

M: როგორია რეალობა, რა იყო მთავარი ამ ბიზნესისთვის და როგორ განავითარეთ ის ?

კალმახა  სოკოს მოყვანის პროცედურები  საკმაოდ რთულია და ბევრი დეტალის ცოდნას საჭიროებს. ამ სფეროზე არსებული ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიეთ, შემდეგ დავუკავშირდით იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ ამ საკითხში. ადგილზე ვესტუმრეთ ქარხნებსა და მცირე მეურნეობებს. ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და კონკურენციის დონე განვსაზღვრეთ.

სოკოს მოყვანას თუ გადაწყვეტს ვინმე, აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ კალმახა სოკოს მოყვანისთვის აუცილებელია განსაკუთრებული პირობების შექმნა: ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და ჰაერის ცვლა. ეს ის ოთხი ძირითადი ფაქტორია, რომლებიც ადამიანებმა ხელოვნურად უნდა შექმნან სოკოს მოსაყვან სივრცეში. შეისწავლონ ადგილობრივი ბაზარი, რამდენად არის კალმახა სოკოზე მოთხოვნა და როგორ მერყეობს მისი ფასი სეზონის მიხედვით. ჩვენ ყველა ეს ფაქტორი ნელ-ნელა შევისწავლეთ, გავაუმჯობესეთ და დავხვეწეთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორი ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან თელავშიც გვაქვს სახლი და აქ სოკოზე მოთხოვნაც არსებობს. ბიზნესის მართვა ორ ქალაქს შორის ძალიან რთულია, თუმცა – შესაძლებელი. ამ ყველაფერთან ერთად მაინც ვახერხებ უნივერსიტეტში მაღალი ქულები მყავდეს და პარალელურად საქმესაც არ მოვაკლო დრო. ამ ეტაპზე, თელავის ბაზრის ათვისება იგეგმება.  ჯერ მნიშვნელოვანია სრულიად დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი  და  მერე დავიწყოთ ფიქრი სხვა ბაზრებზე.

M: რას იტყვით კონკურენტებზე, რა უპირატესობა გაქვთ თქვენ ?

თელავის ბაზარი დაბალი კონკურენციით გამოირჩევა. მსხვილი მწარმოებელი არ არის ბაზარზე, რომელიც მის მთლიანად ათვისებას შეძლებს. ამ ეტაპზე მოთხოვნა სჭარბობს მიწოდებას. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ახლოს ვართ ბაზართან , სადაც სოკოს რეალიზება ხდება, ამიტომ ტრანსპორტირების ხარჯის გაწევა არ  გვიწევს, შესაბამისად კონკურენტულ ფასად შეგვიძლია შევთავაზოთ მოსახლეობას სოკო.

toto soko

M: რა შედეგები გაქვთ, ბიზნესი როგორ ვითარდება ?

სოკოს მოყვანა 2 წლის წინ დავიწყეთ თელავში. სოფელ კურდღელაურში არსებული ფართი, რომელსაც ფაქტობრივად ფუნქცია ჰქონდა დაკარგული, გამოვიყენეთ სათბურის მოსაწყობად. საცდელმა ვარიანტმა გაამართლა და ადგილობრივ ბაზარზე გავიტანეთ გასაყიდად. მას შემდეგ უკვე გაფართოებაზე დავიწყეთ ფიქრი, თუმცა ეს დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. პროექტის „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში მოვიპოვეთ გრანტი, რისი მეშვეობითაც მიმდინარეობს გათბობისა და გაგრილების სისტემების გაუმჯობესება.

ამ ეტაპზე სოკოს წარმოება ოჯახურ ბიზნეს წარმოადგენს, თუმცა მომავალში გაფართოება იგეგმება და მუშახელის აყვანა დაგვჭირდება. ვეცდები, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების შესაძლებლობა შევუქმნა.

M: თქვენი გამოცდილებიდან, რა საწყისი კაპიტალია საჭირო ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად ?

500 ლარით დავიწყე სოკოს ბიზნესი. უბრალოდ ნამჯა და სოკოს თესლი ვიყიდე. დაიწყეთ ბიზნესი სანამ ახალგაზრდა  ხართ და სხვა შემოსავალიც გაქვთ. გადადეთ მცირე თანხა ხელფასიდან. მიმაჩნია, რომ ბანკიდან სესხი არ უნდა აიღოთ, რამდენადაც არ უნდა იყოთ ბიზნესის წარმატებაში დარწმუნებული, ბევრ რისკს მაინც ვერ გათვლით, იმიტომ, რომ ბიზნესთან არ გქონიათ შეხება. გგონია, რომ ყველაფერი გათვალე და უცებ დგები იმ რეალობის წინაშე, რომ  ეს უკვე არ გაგითვლია. სჯობს მცირე კაპიტალით დაიწყოთ და გრანტებით.

soko

M: უახლოეს გეგმებს რას უკავშირებთ?

ამჟამად გერმანიაში,  იენის უნივერსიტეტში ვსწავლობ მაგისტრატურაზე. მეწარმეობისა და რეგიონალური განვითარების კუთხით. ასევე, შესაძლებლობა მაქვს რამდენიმე სასათბურე მეურნეობას ადგილზე ვესტუმრო და მათ ტექნოლოგიას გავეცნო. სექტემბერში დავბრუნდები. არ მინდა ჩემს საქმიანობას მოვწყდე. პირიქით, მსურს წარმოება გავაუმჯობესო.

თელავში მსურს ტრენინგ ცენტრის მოწყობა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარდება ტრენინგები სოფლის მეურნეობის საკითხებზე, მათ გამოცდილებას გაუზიარებენ გამოცდილი აგრონომები და სოფლის მეურნეობის ეკონომისტები. ასევე, საშუალება ექნებათ პრაქტიკაში ნახონ ყველაფერი, რასაც ტრენინგების სახით გაივლიან. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.



რა სარგებლობა მოაქვს Apple Watch-ს?!

რა მოხდება, ძაღლს რომ საკრედიტო ბარათი ჰქონდეს?! – პატარა Dogუმენტური ვიდეო