in

ქალთა ჯანმრთელობის რეკლამები „ტაბუს დამრღვევია“

გასულ თვეს Canesten-მა და Bodyform-მა ახალი კამპანიები წამოიწყეს, რომლებიც ქალების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტაბუების დარღვევას ეხებოდა. ამის ფონზე კი გაჩნდა კითხვა — რამდენად უნდა მიმართონ ბრენდებმა უკიდურეს ხერხებს, რათა ქალად ყოფნის რეალობა ასახონ?

იქნება ეს მენსტრუაცია, ენდომეტრიოზი თუ მენოპაუზა, ბრენდები საჯარო განათლებაში არსებული ხარვეზების შევსებას და „დახურული“ თემების გამოვლენას უწყობენ ხელს. წინა თაობებისთვის კი ასეთ საკითხებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ უხერხულობასთან ასოცირდებოდა, თუ არ ჩავთვლით დისნეის საგანმანათლებლო ანიმაციას მენსტრუაციაზე, რომელიც 1946 წელს შეიქმნა. ახლა კი Bodyform-ის “Womb Stories” კამპანიამ მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის კანის ლომი. ცხადია, ამის მიზეზი ყველასათვის აშკარაა — ინდუსტრია, უხილავი, გამოუთქმელი და უცნობი ჭეშმარიტების ასახვა წაახალისა.

ამ ყველაფრის ფონზე მარკეტერებს გაუჩნდათ კითხვა, თუ რამდენად მისაღებია მსგავსი რეკლამების წარმოება — იქნებ, სხვა მიდგომაა საჭირო? ტეს ვიკსტიდის, დიზაინის სტუდია Here-ის სტრატეგიული პარტნიორის, აზრით, ზოგიერთმა ბრენდმა მთავარი მიმართულება დაკარგა „ტაბუს დამრღვევ“ ნამუშევრებზე ზედმეტად ფოკუსირებით.

„ახალგაზრდა თაობა წარმოუდგენლად განათლებულია და არ ამ საკითხებზე ინფორმაციის ნაკლებობას ერთნაირად არ განიცდის. და რამდენად გსურთ ადამიანთა იმ ძირითად ჯგუფთან კომუნიკაცია, რომელიც შეიძლება მსგავსი კამპანიებით შოკირებული იყოს?“, — ამბობს ტესი. მისი თქმით, ბრენდებს შოკური ეფექტის და ე. წ. „სისხლიანი“ კამპანიების შექმნა სურთ, კონსერვატიზმისგან დისტანცირებისა და მათი მარკეტინგის უფრო ინკლუზიური მიდგომის უზრუნველსაყოფად. „ვფიქრობ, ბევრი დეტალი უბრალოდ ზარმაცი მარკეტინგის ნაწილია“. 

ალბათ, ფიქრობთ, რისი გაკეთება შეუძლია ამ შემთხვევაში რეკლამების ინდუსტრიას… თუ ტესს მივენდობით, მისი გამოცდილებით, ზემოხსენებული თემებიდან ბევრი სულაც არ არის ტაბუდადებული, უბრალოდ, ზოგადად ქალის თანაგრძნობის ნაკლებობა შეინიშნება საზოგადოებაში. ვიკსტიდს სურს, უფრო მეტმა ბრენდმა განახორციელოს ქალთა ჯანმრთელობის კამპანიები და გზავნილის ნორმალიზებას შეუწყოს ხელი — რომ ეს ყველაფერი სულაც არ არის ტაბუდადებული.

„კატანაკატა“ – მაშკა დავლიანიძის ხელნაკეთი კიმონოები, რეციკლირებული მატერიისგან

როგორ ეხმარება AR რეკლამა კომპანიებს მომხმარებელთან უკეთეს კომუნიკაციაში