23
Jul
2019

,,ბაიკერი ქალები’’ – სადაზღვევო კომპანია კამარამ ახალი კამპანია წამოიწყო

23 Jul 2019

,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ მესამე წელია, მოტოციკლის დაზღვევით აქტიურად არის დაკავებული. ,,კამარა’’ იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს მოტოციკლის დაზღვევა შესთავაზა. იმის გათვალისწინებით, რომ ,,კამარამ’’ ბაიკერების სურვილების გამორკვევა დაიწყო და პროდუქტი მათთან კონსულტაციების შედეგად შექმნა, მოტოციკლის დაზღვევის შეთავაზება დროთა განმავლობაში იხვეწება და მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული ხდება.

 

პროექტი – ბაიკერი ქალები მათი ცხოვრების წესის წარმოჩენას ემსახურება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებიან, ისინი, პირველ რიგში, არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებისეულ თუ საქმიან საპასუხისმგებლო ვალდებულებებს არიან შეჭიდებულები, არიან წარმატებულები და აქვთ წარმოუდგენელი მიზანსწრაფულობა. ზოგიერთი მათგანი წააწყდა წინააღმდეგობას ოჯახის წევრების, თუ საზოგადოების მხრიდან გადაადგილების საშუალებად მოტოციკლის არჩევისას, თუმცა, ალბათ, სწორედ ეს ჟინია, რაც ბაიკერებს გამოარჩევთ, ჟინი იმისა, რომ სურვილი საშუალებად აქციონ და ადრენალინისგან ბედნიერება იგრძნონ.

დღემდე არსებობს საზოგადოებაში ის ნაწილი, რომლებიც ბაიკერის და კონკრეტულად ბაიკერი ქალის დანახვისას გაოცებას გამოხატავს. თუმცა, ეს ქალები არიან წარმატებულები, მიზანდასახულები, გამბედავები და გამოირჩევიან იმით, რომ სახიფათო გადაადგილების საშუალება აირჩიეს. თუმცა, დღეს, როცა დაზღვევა ხელმისაწვდომია, ,,სახიფათო სპორტის’’ სიცოცხლის და ენერგიის წყაროდ ქცევა საუკეთესო გამოსავალია.
სადაზღვევო კომპანია ,,კამარა’’ მომხმარებელს მოტოციკლის დაზღვევის გარდა, ავტომობილის, ქონების, ტვირთისა და სხვა პროდუქტების დაზღვევას სთავაზობს.

,,კამარას“ თითოეული პროექტის განხორციელებისას, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის, ქალისა და კაცის თანასწორობის იდეოლოგიის წინ წამოწევა და მხარდაჭერაა.

– ია ცაბაურაშვილი-

მოტოციკლს ატარებს 6 წელია. ბოლო 1 წელია კი, მოტოციკლის ტარებას ასწავლის. სკოლა ძალიან პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ქალი მასწავლებლის შესახებ გაიგო. ძირითადი მომხმარებლები კაცები არიან, თუმცა ბოლო დროს ქალების ინტერესმაც იმატა და ეს ძალიან ახარებს.
წლების წინ, ოჯახი ძალიან დიდი ნერვიულობით შეხვდა იმას, რომ მოტოციკლის ტარება დაიწყო. ახლა საზოგადოებაც და ოჯახის წევრებიც ეჩვევიან ზოგადად ქალი ბაიკერის ცნებას. დღეს უკვე მოტოციკლი მისთვის გადასაადგილებელი საშუალებაა, ისე როგორც სხვისთვის ავტომობილი.

მისი სამომავლო გეგმები საქმიანობის გაგრძელებასა და დამოუკიდებლად ცხოვრებას უკვაშირდება.

– იულია გორგიჯანიძე –

პროფესიით კინოოპერატორია. ცხოველებისადმი სიყავრული, საქმიანობად აქცია და უკვე სამი წელია თანამშრომლობს ვეტერინარულ მაღაზიებთან. ის ამზადებს და ყიდის გრავირებულ მედალიონებს ძაღლებისა და კატებისთვის. სახლში ჰყავს და უვლის 6 ძაღლს, მათგან უმეტესობა ქუჩიდან აყვანილია.
მოტოციკლზე პირველად 24 წლის ასაკში დაჯდა. ოჯახისგან წინააღმდეგობა არ შეჰქმნია, თუმცა საზოგადოება დღემდე გაკვირვებით უყურებს მის ამ გადაწყვეტილებას.

მისი აზრით მოტოციკლის დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირია ავტომობილის მძღოლების მხრიდან მოტოციკლის მიმართულებით მოძრაობის წესების დარღვევა – ერთგვარი შეჯიბრი.

სამომავლოდ სურს, რომ თავისი ვეტერინარული მაღაზია გახსნას და თავისი საქმიანობა გააფართოვოს.

– მარიანა ომიაძე-

მოტოციკლის ტარება 2 წლის წინ დაიწყო. მართავს სპორტულ მოტოციკლს. ოჯახი ამ ამბავს გაკვირვებით არ შეხვდა, რადგან მათთვის ნაცნობი იყოს მარიანას მისწრაფება. თუმცა აღნიშნავს, რომ არიან ქალი ბაიკერები, ვისაც ოჯახისგან მოტოციკლის დამალვა უწევს.

მუშაობს სასტუმროს ადმინისტრატორად, პროფესიით კი დიზაინერია, ჰქონდა საკუთარი ატელიეც. დღეს მისი სამომავლო გეგმები მოტოციკლით შეჯიბრებებში მონაწილეობას უკავშირდება.

საზოგადოებაში ქალი ბაიკერისადმი ინტერესი დიდია, ხშირად აჩერებენ, ესაუბრებიან, ,,ამოწმებენ ნამდვილები არიან თუ არა“. ხშირია კომპლიმენტებიც როგორც ქალების, ისე კაცების მხრიდან.

[R]

განხილვა