in ,

„ქვა ინახავს ისტორიას“ – ახალი, ინტეგრირებული სარეკლამო კამპანია

„კამარას“ მთავარი საქმიანობა ბუნებრივი ქვების დამუშავება და ქვით მოპირკეთებაა. კომპანიაში მიმდინარე სიახლეებზე და ცვლილებებზე მარკეტერი „კამარას“ მარკეტინგის მენეჯერ გიორგი ჭკუასელს ესაუბრა:

ქვა უბრალო პროდუქტი არ არის. ეს არის მასალა, რომელსაც საკუთარი ისტორია, მეხსიერება და ენერგია გააჩნია. სწორედ ამ აზრის გათვალისწინებით გაკეთდა კომპანიის რებრენდინგი. მოხდა ლოგოს მოდიფიკაცია, შეიქმნა ახალი სლოგანი და დამზადდა ვებ გვერდი – www.kamarastone.ge

kamara
შემდეგ სარეკლამო კამპანიაზე ფიქრი დავიწყეთ. გვინდოდა ჩვენი მესიჯი სხვადასხვა მედიაში საინტერესო გზით გაგვეჟღერებინა. ამასთან ერთად შევეცადეთ გავქცეოდით ამ კატეგორიაში სტანდარტული ტიპის რეკლამირებას. გადავწყვიტეთ გამორჩეული, სასარგებლო კომუნიკაცია შეგვექმნა.

შეიქმნა რადიო რეკლამების 6 სერია. აქაც გვინდოდა განსხვავებულები ვყოფილიყავით. ხშირად რადიო რეკლამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ და როგორც წესი უბრალოდ განცხადებაა ხოლმე. მოვიძიეთ იმ ქართული თუ უცხოური ქვების ისტორიები, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ. ყოველ მათგანს თავისი ხასიათი აქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ თითოეულისთვის შესაბამისი ხმის მსახიობები შეგვერჩია.

კამპანიის კიდევ ერთი ნაწილი სარეკლამო ვიდეო-რგოლებია. მოკლე ქრონომეტრაჟის მიუხედავად გვინდოდა დაგვენახებინა მაყურებლისთვის, თუ რამდენად შეიცვალა თბილისი მრავალი წლის მანძილზე. ქვით ნაკეთი ნაგებობები კი უცვლელი დარჩა.

კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთ აქტივობა უნიკალური პოსტერების დამზადება იყო. თბილისის მასშტაბით 50-მდე ქვით მოპირკეთებული შენობა შევარჩიეთ, მოვიძიეთ მათზე ინფორმაცია და ყოველი მათგანისთვის სპეციალური პოსტერი დავამზადეთ. ყოველი პოსტერი სხვადასხვა სახლის, უნივერსიტეტის, მუზეუმის და სხვა შენობების ისტორიას ყვება. როგორც აღმოჩნდა თბილისში მსგავსი შენობა ბევრია და ყოველ მათგანს საოცარი ისტორია უკავშირდება.

Kamara Poster ჭონქაძის 12

Kamara Poster ეროვნული ბიბლიოთეკა

ბიოქიმფარმს-ის სარეკლამო კამპანია

ICG – კომპიუტერული გრაფიკის საერთაშორისო ფესტივალი