in

MIT-ის მეცნიერებმა ახალი ტიპის კიბორჩხალა-კამერა შეიმუშავეს

ათწლეულების განმავლობაში, ტრადიციული კამერები ადამიანის თვალებივით მუშაობდა. მათ ჰქონდათ რქოვანა, ლინზის საფარი, გუგა და ობიექტივი. თუმცა ადამიანის მხედველობას თავისი საზღვრები აქვს, ხოლო კამერებისგან უფრო მეტ შესაძლებლობას ვითხოვთ, ამიტომ მათი შემქმნელებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ხელოვნური თვალი, რომელიც შთაგონებულია ფიდლერის კრაბით (კიბორჩხალა ერთი უზარმაზარი კლანჭით). ადამიანის თვალის წყვილისგან განსხვავებით, რომელსაც ერთად დაახლოებით 180 გრადუსის დანახვა შეუძლია, ეს ახალი კამერის თვალი 360-გრადუსიან ხედვის ველს ფლობს. მას კარგი მხედველობა აქვს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. ისინი უნივერსალური ტიპისაა და მათი გამოყენება მანქანებზეც შეიძლება.

ხედვის ეს ახალი მოწყობილობა შეიმუშავა MIT-ის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის, გვანჯუს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და კორეის სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა.

მეცნიერები ცხოველებისგან შთაგონებას ხშირად იღებენ, როცა საქმე ტექნოლოგიას ეხება, თუმცა ამჯერად კიბორჩხალისთვის კამერის მიმსგავსება მისი ე.წ. რთული თვალის გამო მოხდა. ადამიანის თვალისგან განსხვავებით, რომელსაც ერთდროულად შეუძლია მხოლოდ ერთი მიმართულებით ყურება, რთული თვალები ჰგავს ბევრი პატარა თვალის ყურებას სხვადასხვა მიმართულებით ერთდროულად (ეს კიბორჩხალისთვის სასარგებლო იარაღია და გადარჩენისთვისაც ამით იბრძვის). აღსანიშნავია ისიც, რომ თვალის მსგავსი აგებულება ბევრ მწერსაც აქვს, თუმცა როგორც ერთ-ერთი შემქმნელი, გილ ჯუ ლი განმარტავს, კიბორჩხალას კარგად შეუძლია დანახვა ხმელეთზეც და წყალშიც. მთელი საიდუმლო მდგომარეობს კრაბის თვალის შემადგენელი მიკროლინზების ბრტყელ ზედაპირზე, რომელიც ინარჩუნებს მათ ფოკუსურ სიგრძეს და, შესაბამისად, მათ ფოკუსსაც, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაანაწილებს წყალი შუქს ლინზაში.

როგორ ვუყუროთ პერსეიდების წვიმას სავსე მთვარის დროს?

5 საუკეთესო მანქანა მოგზაურობის მოყვარულებისთვის