ალბათ, ეს კადრები ყალბი გგონიათ, თუმცა მთვარის დედამიწის გარშემო ბრუნვის კადრი რეალურია. მეტიც, ეს არც ახალია და დაახლოებით 6 წლის წინ დააფიქსირეს.
ჯერ კიდევ 2015 წელს, NASA-ს კამერამ ღრმა კოსმოსური კლიმატის ობსერვატორიის ბორტზე (DSCOVR) მთვარის “ბნელი მხარე” გადაიღო. ბნელ მხარედ აღწერენ მთვარის იმ ნახევარსფეროს, რომელიც დედამიწისგან ბევრად შორს არის. ამიტომ მას “შორეულ მხარესაც” უწოდებენ. ჩვენ მის დანახვას, მოქცევის ჩაკეტვის ფენომენის გამო, ვერასდროს შევძლებთ…
მიუხედავად იმისა, რომ DSCOVR-ის ძირითადი მიზანი ეროვნული ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციისთვის (NOAA) მზის ქარების მონიტორინგია, თანამგზავრზე NASA-ს დედამიწის პოლიქრომული გამოსახულების კამერაც (EPIC) არის განთავსებული. ოთხ მეგაპიქსელიანი CCD კამერა და ტელესკოპი დედამიწისკენ არის მიმართული და მას ყოველდღე 13-22 სურათს უღებს, რის შედეგადაც სწორედ ეს კადრები დაფიქსირდა.
დედამიწის “ბუნებრივი ფერის” დასაფიქსირებლად კი, NASA სამ განსხვავებულ მონოქრომულ ექსპოზიციას აერთიანებს და 30 წამიანი ინტერვალით იღებს.











