in

360°-იანმა სამომხმარებლო კამერამ დედამიწის დაბალი ორბიტიდან ფოტოები გადაიღო

ექსპერიმენტი NewMakeIt-თან თანამშრომლობით ჩატარდა

შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღესაც კოსმოსური ფოტოგრაფია მასობრივი გასართობი იყოს და არა მხოლოდ მაგალითად, NASA-ს უპირატესობა. ამ მოსალოდნელ ფაქტს უკვე ადასტურებს მინიმუმ ერთ მომხმარებელზე გათვლილი მზა კამერა.

M2
M2

PetaPixel-ის თანახმად, სამოქმედო კამერების კომპანია Insta360-მა თავისი ONE X2 კოსმოსურ ბუშტს მიამაგრა და დედამიწის დაბალ ორბიტაზე, 100000 ფუტის სიმაღლეზე გაგზავნა. მოწყობილობამ ამ მდგომარეობაში დაახლოებით 2 საათს დაჰყო და შთამბეჭდავი კადრები ჩაწერა. ექსპერიმენტი NewMakeIt-თან თანამშრომლობით ჩატარდა.

ბრენდს სურდა გაეგო, რამდენად გაუძლებდა მისი 360° მოქმედების კამერა კოსმოსის “მკაცრ პირობებს”. გარდა იმისა, რომ ეს შესაძლებელი აღმოჩნდა, კამერამ დედამიწის განსაცვიფრებელი პანორამული ხედებიც დააფიქსირა, კოსმოსის იდუმალი სიღრმეებით გარშემორტყმული…

ალბათ, კოსმოსური ხედები ბევრ ჩვენგანს აღარ აკვირვებს, რადგან უკვე დიდი სიხშირით ვიღებთ მათ სხვადასხვა მოწყობილობიდან. თუმცა ამ უკანასკნელს ის გამოარჩევს, რომ კადრები ფართო საზოგადოებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომი კამერით არის გადაღებული.

სახელის უფლებები მილიონობით ევროს სანაცვლოდ, ანუ როგორ მუშაობს თურქული საფეხბურთო კლუბები?!