დასასვენებლად წასვლა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ გამუდმებით იმაზე ფიქრი, რა შეიძლება მოუვიდეს სახლს თქვენს არ ყოფნაში, ნამდვილად ყველაფერს აფუჭებს. თუმცა, ისეთ თანამედროვე კამერებთან ერთად, როგორიც Samsung–ის SmartCam–ია, სანერვიულო უკვე არაფერია.
ახალი კამერების საშუალებით, სახლში მცირედი ცვლილება თუ გადადგილება, შეტყობინების სახით, მობილურ ტელეფონზე აისახება. ასევე, ნებისმიერ დროს, სმარტფონის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია ყველა კუთხის დანახვა. ამასთან, კამერას ჩვენების ხარისხი საკმაოდ მაღალია. რაც ყველაზე მთავარია, Samsung–ის SmartCam–ს “თვალის დახუჭვის” ფუნქცია აქვს ისეთი მომენტებისთვის, რომლის გასაჯაროვებაც მომხმარებელს არ სურს.