in

შეხვედრისას კამერების გამორთვა “ზუმის დაღლილობას” ამცირებს

კვლევაში მონაწილეობას 103 მოხალისე იღებდა

პანდემიის დაწყებიდან ერთი წელზე მეტი ხნის შემდეგ ვირტუალური შეხვედრებო ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ბევრი ჩვენგანისთვის ე. წ. “ზუმის დაღლილობა” და ენერგიის ნაკლებობა ამ ახალი რეალობის თანმდევად იქცა.

ახლად გამოქვეყნებული კვლევა თანამშრომლების დაღლილობაში კამერების როლს იკვლევს – საინტერესოა, უარსდება თუ არა ეს გავლენა ზოგიერთი დასაქმებულის შემთხვევაში?

“ყოველთვის არსებობდა ვარაუდი, რომ თუ შეხვედრების დროს კამერას იყენებთ, უფრო მეტად იქნებით პროცესში ჩართული. თუმცა ასევე დიდი ზეწოლა არსებობს იმის გამო, რომ ერთგვარ ჩარჩოში ვართ მოქცეული. მაგალითად, პროფესიონალური განათლება და მზადყოფნა, ან ბავშვების ოთახიდან გაშვება დიდ ზეწოლას წარმოადგენს” – ამბობს ალისონ გაბრიელი, მენეჯმენტისა და ორგანიზაციების პროფესორი არიზონას უნივერსიტეტში.

ალისონ გაბრიელმა ტურსონში დაფუძნებულ ჯანდაცვის კომპანიასთან BroadPath ოთხკვირიანი ექსპერიმენტი ჩაატარა. მასში 103 მოხალისე მონაწილეობდა და მთლიანობაში 1 400-ზე მეტი დაკვირვება განხორციელდა. გაბრიელმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ვირტუალური შეხვედრის დროს კამერების გამოყენება პროცესს მეტად დამღლელს ხდის.

შედეგები ცხადყოფს, რომ როდესაც მონაწილეებს კამერები ჰქონდათ ჩართული, მათი დაღლილობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე რომ, სინამდვილეში კამერის გამოყენება ნაკლებ ჩართულობას გულისხმობს. თავის მხრივ, ეს იმ გავრცელებულ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც კამერების გამოყენება აუცილებელია ვირტუალური შეხვედრების დროს.

გარდა ამისა, გაბრიელმა აღმოაჩინა, რომ ეს ეფექტი მეტად ძლიერი იყო ქალებისა და ახალწვეულთა შემთხვევაში. სავარაუდოდ, ეს თვითრეპრეზენტაციის დამატებითი ზეწოლით არის განპირობებული. “თანამშრომლები, რომლებიც სოციალური სტატუს თვალსაზრისით უფრო დაუცველები არიან სამსახურში, მეტ დაღლილობის გრძნობას განიცდიან, როდესაც შეხვედრების დროს კამერების ჩართვა უწევთ” – განმარტავს გაბრიელი.

მკვლევართა თქმით, ზუმის შეხვედრების დროს თანამშრომლებისგან კამერების ჩართვის მოლოდინი არასწორი მიდგომაა. უფრო მეტიც, მათ არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ – და კამერის გამოყენება უფრო მეტი პროდუქტიულობისა და ჩართულობის სიმბოლური სახე არ უნდა იყოს. “დღის ბოლოს ყველას გვსურს, თანამშრომლებმა თავი თავისუფლად იგრძნონ და კოლეგებისგან მხარდაჭერა მიიღონ. ე. წ. “კამერის ავტონომია” კი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით” – აღნიშნავს გაბრიელი.

9 სექტემბერი – ტესტერთა საერთაშორისო დღე

ჟურნალისტების და ბლოგერების კონკურსი “შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება”