საზღვარგარეთ, განსაკუთრებით, აშშ-ში წასვლა ყოველთვის იყო ქართველებისთვის ინტერესების სფერო. თუმცა, ვის მიმართავთ ან როგორ მოიქცევით, თუკი აშშ-ში გამგზავრება დროებით ან სამუდამოდ გადაწყვიტეთ? როგორც Kamkhadze PA-ის დამფუძნებელმა ანა ქამხაძემ გაგვიზიარა, ოცნების ქვეყანაში ემიგრაცია სხვადასხვა ტიპის ვიზით არის შესაძლებელი, რომელიც განსხვავებული გამოცდილების, მიღწევებისა თუ მიზნობრიობის მიხედვით განისაზღვრება. ანა ქამხაძის საიმიგრაციო სამართლის იურიდიული ფირმა თითოეულ საქმეზე მორგებული სამართლებრივი სტრატეგიის გამოყენებით ახდენს საიმიგრაციო ქეისის მომზადებას.
ანა ქამხაძემ განათლება აშშ-ში მიიღო. პარალელურად კი, ის ერთ-ერთ საიმიგრაციო სამართლის იურიდიულ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ანამ საკუთარი იურიდიული ფირმა ფლორიდაში ახლახანს დააარსა და დღეს გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას აშშ-ში სამუშაო ვიზის ან ბინადრობის მუდმივი უფლების მოპოვების შესახებ.
M: რა პერსპექტივას ქმნის ფლორიდის ქალაქ ჰოლივუდში ქართულ–ამერიკული საემიგრაციო სამართლის იურიდიული კომპანიის გახსნა საქართველოს მოქალაქეებისთვის?
მოგეხსენებათ, რომ Kamkhadze PA წარმოადგენს პირველ ქართულ–ამერიკულ საიმიგრაციო სამართლის იურიდიულ კომპანიას ფლორიდის შტატში. ჩვენი კომპანიის სერვისები ექსკლუზიურად ორიენტირებულია აშშ–ში დროებითი, ან მუდმივი ემიგრაციით დაინტერესებული ისეთი პირებისთვის, რომელთაც გააჩნიათ გამორჩეული მიღწევები ბიზნესის, სპორტის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ან გეგმავენ ბიზნეს ინვესტიციების განხორციელებას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ჩვენი სერვისები, ასევე, ხელმისაწვდომია იმ პირებისთვისაც, რომელთაც ესაჭიროებათ საიმიგრაციო იურიდიული მომსახურება ოჯახის გაერთიანების მიზნით, ან მოქალაქეობის მიღების საკითხებში.
M: რა სახის ექსკლუზიურ სერვისებს უზრუნველყოფს კომპანია მომხმარებლებისთვის?
Kamkhadze PA – იურიდიული კომპანიის მომსახურების არეალი მსოფლიოს მასშტაბით შეუზღუდავია. ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენი სერვისები ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ წეერტილში მცხოვრები ადამიანისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულ იურიდიულ მომსახურებას საიმიგრაციო სამართლის კუთხით, მათ შორის: იურიდიულ კონსულტაციას, გრძელვადიანი საიმიგრაციო სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებას, საიმიგრაციო აპლიკაციებისა და პეტიციების მომზადებას, საქმის წარმოებასა და წარმომადგენლობას აშშ-ს საიმიგრაციო სამსახურებში.
კომპანია თითოეულ ქეისს განიხილავს ინკლუზიური მიდგომით, რაც იმას გულისხმობს, რომ ინდივიდუალური საქმის შესწავლის პროცესში, ყალიბდება კონკრეტულად, მიმდინარე საქმის დეტალებზე ორიენტირებული, სამართლებრივი სტრატეგია, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ერთგვარ სამოქმედო გეგმას. იგი კლიენტს საშუალებას აძლევს, სწორად აღიქვას არსებული მოცემულობა, სათანადოდ შეაფასოს მის წინაშე არსებული გამოწვევები და მართებულად გაანალიზოს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმის შემთხვევაშიც, მას შესაძლებლობა ექნება მიაღწიოს სასურველ მიზანს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი პროცესის განმავლობაში, კლიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი, სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია ადვოკატთან.
კომპანიის იურიდიული პრაქტიკა და ქეისის მომზადების პროცესი განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნესის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში გამორჩეული მიღწევების მქონე ადამიანებისთვის, ინვესტორებისთვის, საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებული პირებისა და ინოვაციური სტარტაპების დამფუძნებლებისთვის.
M: რა სახის ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან ადამიანები, რომელთაც აშშ–ში სურთ წასვლა
ხშირ შემთხვევაში ამერიკაში ცხოვრებისა და საქმიანობის მსურველებს ინფორმაცია არ აქვთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც აშშ–ს საიმიგრაციო კანონმდებლობითაა განსაზღვრული. სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო, ისინი აშშ–ში ემიგრაციას საზღვრის უკანონო კვეთით, ვიზის პირობების დარღვევითა და არასწორი კატეგორიის ვიზის მიღებით ცდილობენ, რაც, ცხადია, თავის მხრივ, მათ საემიგრაციო გზას კიდევ უფრო ართულებს და რიგ შემთხვევებში გამოუსწორებელ ზიანსაც კი აყენებს მათ სამართლებრივ მდგომარეობას.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა აშშ-ში არაკვალიფიციური პირებისთვის, ე.წ. პარალეგალებისთვის საქმის მინდობაა, რომელთაც რეალურად ადვოკატის ლიცენზია და, შესაბამისად, აშშ-ში იურიდიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ასევე, ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც ამერიკის ტერიტორიაზე ცხოვრების სურვილის მქონე ადამიანები, წინასწარ კონსულტაციას არ გადიან პროფესიონალ ადვოკატთან და სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე უშვებენ ისეთი ტიპის სამართლებრივ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაც შემდგომში გაცილებით დიდ სირთულეს წარმოადგენს ან შეუძლებელიც კი ხდება.
M: განვუმარტოთ მკითხველს, რა ტიპის ვიზა არსებობს აშშ–ში წასასვლელად და რა უნდა იცოდნენ მათ შესახებ?
აშშ–ის საიმიგრაციო სამართალი ვიზებს ორ ძირითად კატეგორიად ჰყოფს, ესენია: არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ვიზები. არასაიმიგრაციო ვიზა დროში შეზღუდულია, ხოლო საიმიგრაციო ვიზა კი გულისხმობს აშშ–ში მუდმივი ბინადრობის უფლებას.
ამერიკის საიმიგრაციო კანონმდებლობა 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის არასაიმიგრაციო ვიზას იცნობს. ასევე, ცალკე მიმართულებას წარმოადგენს საიმიგრაციო ვიზები, რომელთა ოდენობაც გაცილებით აღემატება არასაიმიგრაციო ვიზათა რიცხვს. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აუცილებელია თითოეული საქმის ინდივიდუალურად შეფასება და ადამიანის კვალიფიკაციებისა და მიზნების გათვალისწინებით, კონკრეტულ საქმეზე მორგებული და დეტალებზე ორიენტირებული სამართლებრივი სტრატეგიის გამოყენება.
არასაიმიგრაციო თუ საიმიგრაციო ვიზების გარკვეული კატეგორიები განკუთვნილია სფეროში განსაკუთრებული მიღწევების მქონე ადამიანებისთვის. გამორჩეული უნარებისა და მიღწევების მნიშვნელობა განისაზღვრება აშშ-ს კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკის მიერ დამკვიდრებული განმარტებების საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმს. მათ შორის ყურადღება ექცევა აპლიკანტის ფუნქციის მნიშვნელობას სხვადასხვა ორგანიზაციაში, სფეროში მიღებულ ჯილდოებს, მედიაში მის ცნობადობას, მიღწეულ კომერციულ წარმატებას, დარგის ექსპერტთა აღიარებას, გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს, პროფესიული საქმიანობით მიღებული შემოსავლის ოდენობას, გამორჩეული ორგანიზაციების წევრობას, საკუთარი საქმიანობის სფეროში ჩატარებულ კონკურსებში ჟიურის სახით მონაწილეობასა და აპლიკანტის მიერ პროფესიული საქმიანობის სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ინოვაციური წვლილის შეტანას.
აქვე უნდა ითქვას, რომ სპორტსმენები, რომლებიც კვალიფიციურები არიან მწვანე ბარათის ან სამუშაო ვიზის მისაღებად, საკუთარ მიღწევებს უმეტესწილად ადასტურებენ სპორტის სფეროში მიღებული პრიზებითა და ჯილდოებით, რომლებიც მათ მოიპოვეს ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსებში, მათი მიღწევების შესახებ გამოქვეყნებული სტატიებით ან ინტერვიუებით, ეროვნულ ფედერაციაში წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტაციითა და გამორჩეული ორგანიზაციისა თუ გუნდისთვის მათ მიერ წამყვანი, ან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებით.
ასევე არსებობს არასაიმიგრაციო თუ საიმიგრაციო ვიზების გარკვეული კატეგორიები იმ ადამიანებისთვის, ვინც აშშ-ში ახორციელებს ბიზნესს, ხსნის უკვე არსებული კომპანის ფილიალს, ან დებს ინვესტიციას.
M: როგორ შეგიძლიათ აშშ–ში წასვლის მსურველი საქმიანი ადამიანების დახმარება/ინფორმირება, თქვენი სერვისების საშუალებით?
დაინტერესებულ პირებს სხვდასხვა ტიპის ვიზაზე და მათ მისაღებად არსებულ მოთხოვნებზე შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას ჩვენი კომპანიის საიტზე: www.esq.mba. მათ, ასევე, შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაგვიკავშირდნენ, რათა ჩავუნიშნოთ ონლაინ იურიდიული კონსულტაცია მათი ქეისის ინდივიდუალური შეფასებისთვის.
M: თქვენზე გვიამბეთ – რა გამოცდილებით ჩამოაყალიბეთ ეს კომპანია?
იურიდიული განათლება საქართველოსა და ამერიკაში მივიღე – თავდაპირველად საქართველოში მივიღე სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო შემდგომ კი სწავლა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში განვაგრძე. ჯერ წარმატებით დავასრულე ბიზნეს ადმინისტრირებისა და მართვის მაგისტრატურა და შემდგომში სამართალმცოდნეობის მაგისტრატურის პროგრამა.
აშშ-ში სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი სხვადასხვა წარმატებულ საიმიგრაციო იურიდიულ კომპანიაში და თითქმის უკვე ათწლეულია, რაც ამერიკის საიმიგრაციო სამართლის სფეროში ვმოღვაწეობ.
ასევე ვარ ამერიკის საიმიგრაციო სამართლის იურისტთა ასოციაციისა (American Immigration Lawyers Association “AILA”) და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის (New York State Bar Association “NYSBA”) წევრი.
M: თქვენი ხედვით, რას შეცვლის ამ კომპანიის არსებობა ქართველი ანტრეპრენერებისთვის, სტარტაპერებისა და საქმიანი ადამიანებისთვის?
ბაზარზე შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე იურიდიული კომპანიის არსებობა, დაინტერესებულ მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავანთი მიზნები განახორციელონ ლეგალურად და აშშ-ის კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღონ მაქსიმალური შედეგი მინიმალური ძალისხმევით. ეს კი როგორც ანტრეპრენერებს, ისე სტარტაპერებსა თუ ინვესტორებს სთავაზობს უსაფრთხო სამართლებრივი გარემოს შექმნას, რაც, ჩემი აზრით, წარმატებული მოღვაწეობისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.
[R]