in

“კამპა” ყოველი გაყიდული წვენიდან თანხის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავს

 კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, კომპანია „კამპა“ ერთი თვის მანძილზე თითო გაყიდული 1 ლიტრიანი წვენის შეფუთვიდან 5 თეთრს StopCoV ფონდში გადარიცხავს.

„ კოვიდ 19 არის გლობალური გამოწვევა და მას უნდა ვებრძოლოთ ერთობლივად, როგორც სახელმწიფო და საზოგადოება, ასევე ბიზნეს სექტორი. აუცილებელია თითოეულმა ბიზნესმა გაანალიზოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რითიც შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას ამ მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს. ჩვენ რამდენჯერმე დავეხმარეთ როგორც საავადმყოფოებს, ასევე რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს, მოხუცებს ჩვენი პროდუქციით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ აქციას, კამპას კლიენტების ლოიალურობიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ჯამური თანხა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კომპანია „კამპა“ გამოხატავს სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს ქვეყნის სამსახურშია და საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს, ჩვენი კეთილდღეობისათვის“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი სანდრო ბუაძე.

კომპანია „კამპა“ 12 წლის წინ დაარსდა და მისი საწარმო საგურამოში მდებარეობს. კომპანიის ასორტიმენტში 35-ზე მეტი დასახელების უალკოჰოლო სასმელია, რომლებიც 3 საპროდუქტო ხაზის ქვეშ იწარმოება.

 

[R]

კარანტინიც შეიძლება იყოს რომანტიკული – ბელგიური ჟურნალის პრინტ კამპანია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „წიგნების თარო” ონლაინ სკოლას ქმნის