in

დავეხმაროთ მათ, ვინც შეიძლება “სამეფო კარის თამაშების ფინალს” ვერ მოესწროს!

HBO-ს “სამეფო კარის თამაშები” ის სერიალია, რომლის მიმართაც ინტერესი მისი გამოსვლის დღიდან არ წყდება, უფრო მეტიც, ყველა რეკორდულ მაჩვენებელს ხსნის. მაყურებელი კვირიდან კვირამდე, თუ ახალი სეზონის გამოსვლამდე, მის გარჩევასა და სიუჟეტის გაგრძელების შესაძლო ვარიანტებზე საუბარს არ წყვეტს. ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი კი ის არის, თუ ვინ დაიკავებს საბოლოოდ სანატრელ რკინის ტახტს და ვინ გადაარჩენს სამყაროს მოსიარულე მკვდრებისგან. მაყურებლის უმრავლესობას, საბედნიეროდ, აქვს საშუალება დაიკმაყოფილოს ინტერესი და საკუთარი თვალით ნახოს სერიალის ეპიკური დასასრული, თუმცა, არა ყველას! ვიმი, თავისი დაავადების გამო, შესაძლოა ვერ მოესწროს სანატრელ ფინალს. ორგანიზაცია Re-born to be alive-ს, სააგენტო Duval Guillaume-სა და ამ რეიტინგული სერიალის დახმარებით, სურს საზოგადოების უფრო დიდი ნაწილის ყურადღება მიიქციოს, გაცილებით მეტი რაოდენობის ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს და დროულად გაუწიოს დახმარება მათ, ვისაც სასწრაფოდ ესაჭიროება სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანო. მიზნის მისაღწევად, ორგანიზაციამ ორიგინალური და ძალიან ეფექტური პრინტ კამპანიაც შექმნა.

BOG
BOG

როგორ მუშაობს რეკლამა? – ექსპერიმენტი არაცნობიერ აღქმაზე

რაც ნაკლებს დალევთ, მით უფრო წარმატებული იქნებით ურთიერთობებში! – Heineken-ის უჩვეულო მოსაზრება