არაკომერციული ორგანიზაცია I AM THAT GIRL უკვე რამდენიმე წელია მუშაობს იმაზე, რომ ახალგაზრდა გოგონებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შინაგანი სამყარო, იყვნენ გახსნილები და რაც მთავარია, თავდაჯერებულები. ორგანიზაციის ახალი ვიდეორგოლი კიდევ ერთი კარგი სამოტივაციო საჩუქარია მათთვის.
ნებისმიერი გოგონა, განურჩევლად ასაკისა, შეიძლება იყოს მერყევი, თან მტკიცეც, შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი, ან უბრალოდ, ლამაზი, ძლიერი და მგრძნობიარეც. ეს ყველაფერი ერთად, საბოლოო ჯამში, ქმნის ინდივიდს, რომელიც აუცილებლად თავისუფალი უნდა იყოს. თავისუფალი ყოველგვარი ეჭვებისა და დაბრკოლებებისგან.
ახალგაზრდა გოგონებს პატარა ასაკიდანვე უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და იმედი, რადგან სწორედ ეს განაპირობებს მომავალში მათ წარმატებასა. ორგანიზაციის მთავარი საზრუნავიც სწორედ ეს არის. მან ეფექტური მუშაობისთვის სპეციალური Web გვერდიც შექმნა, რომელიც ახალგაზრდა გოგონებს თავიანთი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება.