in

#DeltaDatingWall-ის კამპანია მარტოხელა ნიუ-იორკელებისთვის

ავიაკომპანია Delta-ს, ახალი კამპანია #DeltaDatingWall იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ამ ზაფხულს, სხვადასხვა ქვეყნის მოვლასა და დასვენებას ვერ ახერხებს და ამასთან, ამ პერიოდის მარტო გატარებაც არ უნდათ. ბრენდმა სააგენტო Wieden + Kennedy-სთან ერთად, ბრუკლინის შენობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებით დაამშვენა. ლონდონის, პარიზის, პიზის, მექსიკისა და ლოს-ანჯელესის ფონზე, მარტოხელა ნიუ-იორკელებს შეუძლიათ, რეალური სელფი გადაიღონ და თავიანთი პროფილისთვის გამოიყენონ. ვინ იცის, იქნებ, ერთად მოგზაურობის შემოთავაზებაც კი მიიღონ. ხოლო იმათ, ვისაც მეორე ნახევარი უკვე ჰყავთ და არ ეძებენ პარტნიორს, უბრალოდ, შეუძლიათ, კიდევ ერთი კარგი სურათი შემატონ პირად სოციალურ გვერდს. როგორც ჩანს, Delta არა მხოლოდ მომხმარებლის უსაფრთხო და სასიამოვნო ფრენაზე, არამედ მათს პირად ცხოვრებაზეც კი დიდი სიამოვნებით ზრუნავს.

BOG
BOG

==

9, 10 და 11 ივნისს – Art Weekend 2017 – კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში

რა ხდება მაშინ, როდესაც შენი ოჯახის წევრი ტელევიზორში ჩნდება? – კამპანია ძველი ურთიერთობების დასაბრუნებლად