27
თებ
2017

ჩვენ ამას ვიმსახურებთ! – The Prince’s Trust–ის და L’Oréal Paris–ის კამპანია ახალგაზრდების მხარდასაჭერად

27 თებ 2017

საქველმოქმედო ორგანიზაცია The Prince’s Trust–მა L’Oréal Paris–სთან ერთად წამოიწყო ახალი კამპანია ‘All Worth It’. კამპანიის მიზანი აზალგაზრდების მხარდაჭერა და დახმარებაა, განურჩევლად მათი წარმომავლობისა თუ საცხოვრებელი ადგილისა. ერთობლივი პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებში არსებული ეჭვები საკუთარი თავის მიმართ, მათ თავდაჯერებულობად იქცეს. ამისთვის, The Prince’s Trust სპეციალურ კურსებსა და ონლაინ კონსულტაციებს გეგმავს. კამპანიის დაწყებამდე ორგანიზაციამ ჯერ კვლევა ჩაატარა, რომელმაც საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენა. მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ყოველ მესამე ახალგაზრდას იმდენად არ სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, რომ თითქმის უმოქმედოა. კამპანიისთვის ვიდეორგოლიც შეიქმნა, რომელშიც ცნობილი ადამიანები და L’Oréal Paris–ის ელჩები იღებენ მონაწილეობას. ჰელენ მირენი, შერილი, მარკუს ბატლერი, ლუიზა ჯონსონი და სხვები საკუთარ ისტორიებს ყვებიან და იმ ცხოვრებისეულ წარუმატებლობებს იხსენებენ, რომლებშიც დიდი წვლილი სწორედ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვების არსებობამ შეიტანა.

 

განხილვა