მოწევის საწინააღმდეგო კომპანია “Truth-მა“ გამოაქვეყნა კამპანია, სახელად “სიმართლე ოპიოიდების შესახებ”, რომელიც გვიყვება ტკივილგამაყუჩებელზე დამოკიდებული რებეკას ისტორიას. სარეკლამო სააგენტოს “72andSunny” მიერ შექმნილ ექვსწუთნახევრიან ვიდეორგოლში მთავარი გმირი არის მოცეკვავე, რომელიც ადრეულ ასაკში იღებს ფეხის დაზიანებას, რის შემდეგაც, არასწორი მკურნალობის ხარჯზე, ხდება ოპიოიდის მსხვერპლი. ვიდეოში ასახულია სიმპტომები, რომლებიც ტკივილგამაყუჩებელზე დამოკიდებულებას ახასიათებს. ნიუ-იორკის ქუჩებში ჩატარებული კამპანიით, ბევრი გამვლელი ინტერესდება. საბოლოო ჯამში, დიდი გაჭირვების შედეგად, რებეკა ახერხებს, თავი დააღწიოს ოპიოიდებს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.













