6
Apr
2017

პრინტ კამპანია რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ

6 Apr 2017

სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ადამიანების უფლებების დამცველი ორგანიზაცია Amnesty International–ის პრინტ კამპანია, რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ არის მიმართული და ამასთან, ადამიანებში ორგანოების დონორობის ინტერესის ამაღლებასაც ემსახურება. მაშინ, როდესაც სასიცოცხლოდ საჭიროა სისხლი, გული, ან თუნდაც, ფილტვები არავის აქვს იმაზე ფიქრის თავი, თუ რა ფერის მქონე კანის ადამიანისგან იღებს ის ამ დახმარებას. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ადამიანის მოვალეობაა, კარგად დაფიქრდეს მანამ, სანამ ვინმეს დისკრიმინაციას და შეურაცხოფას რაიმე ნიშნით გადაწყვეტს, არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს მოულოდნელად.

განხილვა