in ,

საჭესთან სმარტფონის გამოყენების წინააღმდეგ ჩატარებული ყველაზე რეალური კამპანია

როგორი გულისამაჩუყებელი და ემოციურიც უნდა იყოს ვიდეორგოლი, ის მაინც ჩვეულებრივი რეკლამაა. ისეთ სერიოზულ პრობლემას, როგორიც სმარტფონის გამოყენების გამო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებია, ჩვეულებრივი რეკლამა ან, თუნდაც, აქტივობა ვერაფერს უშველის. მომხმარებელი უყურებს სხვადასხვა ბრენდის მიერ შექმნილ ტრაგიკულ ვიდეორგოლს და ზუსტად იცის, რომ მის მიღმა გადასაღები მოედანი იყო. ებრაულმა ორგანიზაცია Yarok-მა, რომელიც მძღოლების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, გადაწყვიტა რაიმე უფრო რეალური და დამაჯერებელი მოეფიქრებინა. 

BOG
BOG

 

ორგანიზაციამ დახმარებისთვის ვიდეობლოგერ ეშლი ვოქსმენ ბაკაშის მიმართა. ბლოგერმა, ავტომობილის მართვისას, Live ჩართვა გააკეთა თავისი ერთგული მომხმარებლისთვის. ზუსტად იმ დროს, როდესაც ეშლი თან კითხვებს კითხულობდა და თან საჭეს მართავდა, მას ვიღაც დაეჯახა და Live გამოსახულებაც გაქრა. პირველი წამები და რეაქციები სრულიად წარმოუდგენელი იყო, ათასობით მომხმარებელს, რომელიც ეშლის ჩართვას თვალს ადევნებდა რეალურად ეგონა, რომ გოგონა ან უკვე გარდაიცვალა ან სერიოზულად კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. თუმცა, მალევე გავრცელდა რეალური ინფორმაცია და გაირკვა რომ ეს მხოლოდ კამპანიის ნაწილი იყო.

მართალია, ეს კამპანია, ერთი შეხედვით, შესაძლოა ძალიან სასტიკად გამოიყურებოდეს, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეფექტურია. სანამ ადამიანები რეალურად არ განიცდიან საკუთარი ქმედებების შედეგს, ისინი ვერ ხვდებიან იმ შეცდომებს, რომლებითაც ყოველდღიურად ვიღაცის სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში.

ქალთევზა, კენტავრი და ყველა მითიური არსება ერთ ჰიბრიდს ემორჩილება

ბონი, კლაიდის გარეშე, Kohler-ის ვიდეორგოლში