in

პოზიტივით დატვირთულ სოციალურ ქსელებს ამოფარებული საგანგაშო რეალობა – პრინტ კამპანია თვითმკვლელობის წინააღმდეგ

რა იმალება სინამდვილეში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მხიარული პროფილის ფოტოებსა და მოჩვენებითი პოზიტიური სტატუსების მიღმა? თვითმკვლელობა ახალგაზრდებში სიკვდილიანობის გამომწვევი სამწუხაროდ ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მიუხედავად ადამიანის ვიზუალური მხარისა, რომელიც შესაძლოა ცუდზე არაფერზე მიანიშნებდეს, 35 წლამდე ახალგაზრდებში მსგავსი განზრახვები საკმაოდ გახშირებულია. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ არ არსებობს არავითარი ზომები, რომლებიც თავიდან ააცილებს საზოგადოებას ამ სერიოზულ პრობლემას. Papyrus–ი ბრიტანული საქველმოქმედო ფონდია, რომლის ფუნქციონირების მთავარი მიზანი, მსგავსი გადაწყვეტილების პირას მყოფი ადამიანებსი აღმოჩენა და მათი დახმარებაა. თუმცა, მხოლოდ ორგანიზაცია საზოგადოების ხელშეწყობის გარეშე ვერაფერს გახდება. Papyrus–მა სულ ცოტა ხნის წინ სააგენტო TBWA–ს მიერ შექმნილი ამ პრობლემის ამსახველი საინტერესო პოსტერები გაავრცელა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

BOG
BOG

რას ფიქრობს თანამედროვეობით უკმაყოფილო შიში დღევანდელ რეალობაზე?! – Samsung–ის ვიდეორგოლი

ბაბუასა და შვილიშვილის მხიარული ფუსფუსი IKEA–ს სამზარეულოში