29
Aug
2017

ყველაფერი, რაც შეიძლება McDonald’s-თან ასოცირდებოდეს! – 50 წლის საიუბილეო ვიდეორგოლი კანადისთვის

29 Aug 2017

Elit Electronics
Elit Electronics


McDonald’s-ი თავისი მენიუთი კანადის მოსახლეობას უკვე 50 წელია ანებივრებს. ამ იუბილეს აღსანიშნავად კომპანიამ სპეციალური სარეკლამო ვიდეორგოლის გამოშვება და იმ ბედნიერი, დაუვიწყარი მომენტების ერთად გახსენება გადაწყვიტა, რაც მას და თავის ერთგულ მომხმარებელს აკავშირებს. რგოლში  ყველაფერია თავმოყრილი, რაც შეიძლება McDonald’s-თან ასოცირდებოდეს. მეგობრული შეკრებები, გულახდილი საუბრები, ღიმილი, ყავისა და ნაყინის მოყვარულების თავშეყრის ადგილი, საპირფარეშოთი სარგებლობის კომფორტული შემთხვევა, ახალი აღმოჩენები, ემოციები და სხვა მრავალი. ბრენდისთვის რგოლის შექმნაზე სააგენტო Cossette-მა იზრუნა.

 

განხილვა