ჩვენი ჯანმრთელობისთვის სუფთა ჰაერზე ყოფნა აუცილებელია. ბავშვებსა და მოზარდებში ხეების სიახლოვეს ყოფნა გონებრივ განვითარებასა და კრეატიულობას აღვივებს. Ზრდასრულებში კი ყოველდღიური სეირნობა ხელს უწყობს ადრეული სიკვდილიანობის თავიდან აცილებას. იმავდროულად, მზის ზემოქმედება უზრუნველყოფს D ვიტამინს და შფოთვის მაჩვენებელს ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის ეს სარგებელი დოკუმენტირებულია ათწლეულების განმავლობაში, ექიმებმა მხოლოდ ახლახან შეძლეს მათი რეალურად დანიშვნა. ახალი პროგრამა კანადელ ექიმებს საშუალებას აძლევს, დაწერონ რეცეპტები ყოველწლიური უფასო საშვისთვის კანადის ეროვნულ პარკებში, რაც მათ პაციენტებს წაახალისებს, რათა ბუნების საჩუქრები მაქსიმალურად გამოიყენონ.

რეცეპტებს ორგანიზაცია PaRX გასცემს, Parks Canada-სთან პარტნიორობით. 2022 წლის იანვარში უკვე პირველად გახდა ხელმისაწვდომი წლიური საშვი. როგორც PaRx-ის დირექტორი, დოქტორი მელისა ლემი ამბობს, ექიმის დანიშნულება შეიძლება იყოს „კვირაში ორი საათი, ერთ ჯერზე – მინიმუმ 20 წუთი“. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ რეცეპტები არა მხოლოდ ჯანმრთელობის სარგებელს მოიტანს, არამედ ხელს შეუწყობს ინვესტიციების გაზრდას ბუნებრივი რესურსების დაცვაში.
ამჟამად საშვები კანადის 4 რეგიონზე ნაწილდება, თუმცა ექიმები ამგვარ რეცეპტს აშშ-შიც წერენ. ParkRx Არის 10 წლის ორგანიზაცია, რომელიც ჯანდაცვის პროვაიდერებს, პარკებსა და თემებს შორის თანამშრომლობას ეძღვნება.
მიუხედავად იმისა, რომ PaRX-ში მონაწილე კანადელ ექიმებს ამჟამად მხოლოდ 100 წლიური საშვი აქვთ გასაცემი, ბევრი იმედოვნებს, რომ ორგანიზაცია გაფართოვდება, რათა ყველას ჯანმრთელობა მოუტანოს და მეტი სიახლოვე დანერგოს ბუნებასთან.












