in ,

კანადის მთავრობამ კლიმატური ცვლილებების შესახებ აქტივობაში ბავშვები ჩართო

კლიმატის მკვეთრ ცვლილებებზე ბევრი საუბრობს, თუმცა, მოქმედებაზე გადასვლა ცოტამ თუ მოახერხა. კანადის მთავრობამ  გადაწყვიტა ასეთ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში ბავშვები ჩაერთო. 

მთავრობამ ონტარიოში, გარემოს დაცვის სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ლექცია ჩაატარა. აუდიტორია მთლიანად ბავშვებით იყო სავსე. შეხვედრაზე კანადის ერთ–ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა, დევიდ სუზუკმა კლიმატის ცვლილების მნიშვნელობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მან თავის მცირეწლოვან აუდიტორიას ძალიან ნათლად შეუქმნა იმის წარმოდგენა, თუ რა პრობლემის წინაშე დგანან და ისიც აუხსნა, რომ სხვებზე მეტად ეს მათი საზრუნავია, მხოლოდ მათ შეუძლიათ კიდევ უფრო გაუარესებული კლიმატური ცვლილებების თავიდან აცილება.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=60&v=C8B6QAt-YUU

 

შემდეგი ნაბიჯი მოქმედება იყო. მთავრობამ ვიდეორგოლი გადაიღო, ბავშვების მონაწილეობით, სადაც პატარა სპეციალისტები უკვე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ყველა მათგანს საკუთარი იდეა და პრობლემის მოგვარების გზა ჰქონდა. ბავშვებმა, ვიდეოს საშუალებით, მშობლებს და უფროსი თაობის სხვა წარმომადგენლებს მოუწოდეს გაფრთხილებოდნენ გარემოს და ეზრუნათ ბავშვების უკეთეს მომავალზე უკეთეს სამყაროში.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=60&v=7B2uTVXuv3E

როგორ მივხვდეთ, რომ კანდიდატი მზად არის მმართველი პოზიციისთვის? – HBR

როგორ გავუმკლავდეთ ქალაქის გადატვირთულ მოძრაობას?! – სოციალური კამპანია