in ,

კანადის პრემიერ-მინისტრი ტურიზმის განვითარების კამპანიაში ჩაება

ჭრელი წინდების მოყვარული კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდოუ აქტიურად ჩაება ტურისტების მოზიდვის კამპანიაში. კანადა ცდილობს გაზარდოს ამერიკელი ტურისტების ინტერესი. ამ კამპანიისთვის ყველასთვის საყვარელი კანადის პრემიერ მინისტრი, სათანადო კანდიდატურაა. 

 

 

 

Destination Canada–ს პრეზიდენტი დევიდ გოლდშტეინი აცხადებს, რომ ამერიკელები კანადას ტურისტულ ქვეყნად განიხილავენ, მაგრამ სათანადოდ ვერ აღიქვამენ. ამერიკელი ტურისტების რიცხვის რამდენიმე მილიონით გაზრდა  ამ კამპანიის მთავარი მიზანია. ტრუდოუზე უკეთესად კი ვერავინ დაანახებს ამერიკელებს, რომ კანადა მხოლოდ ცივი ქვეყანა არაა – Canada’s not cold, it’s cool.

მონრეალის ერთ მშვენიერ რესტორანში, ტრუდოუ ამერიკელ შეფ მზარეულს კეტრინ კიშს (Kristen Kish) შეხვდა. სადილისას პრემიერ მინისტრი სიამაყით ყვება კანადის მეღვინეობაზე, კულინარიასა და სხვა საინტერესო ფაქტებზე, რამაც ამერიკელების ყურადღება უნდა მიიზიდოს. პრემიერ მინისტრი სიხარულით დათანხმდა კანადის ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობის მიღებაზე, მისი პოპულარობის გათვალისწინებით შედეგიც არ დააყოვნებს.

ჩვენც არანაკლებ სიმპათიური მინისტრები გვყავს და მათი აქტიური მონაწილეობა კამპანიებში, შესაძლოა სხვადასხვა სფეროს განვითარებას წაადგეს, მაგრამ მანამდე ტრუდოუსავით მოუწევთ ორიგინალობით თავი დაამახსოვრონ მსოფლიოს.

ფეხბურთის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები Pepsi-მ გოლის “ფასად” გაათამაშა

აპლიკაცია, რომელიც “გაიძულებთ” ტელეფონი გვერდზე გადადოთ