in

კანადური სტარტაპი ხეებს დრონის მეშვეობით რგავს!

ამჟამად დრონს დღეში 10 000-ზე მეტი ხის დარგვა შეუძლია

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების პროცესში ტყის არეალის აღდგენა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამიტომაც, მთელ მსოფლიოში ხეების დარგვის მიზნით, მეცნიერები და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები თანამედროვე ტექნოლოგიებს კრეატიული გზით იყენებენ. ახლა კი კანადაში დაფუძნებულმა ფირმამ Flash Forest გადაწყვიტა, 2030 წლისთვის მილიარდი ხე დარგოს. კომპანიამ საკუთარი საბაჟო ხის თესლები შექმნა, რომელთა დარგვაც დრონებითაა შესაძლებელი.

Liffit
Liffit

Flash Forest-ის გუნდმა სწრაფად შეისწავლა ტყის ავტომატიზებული განვითრება და სრულყოფილი შედეგის მისაღებად რამდენიმე პროტოტიპი დატესტა. ამასთან დაკავშირებით კომპანია Kickstarter დაიწყო, რათა მასშტაბები გაეზარდა – შედეგად, ბოლო ორი თვის განმავლობაში მთელ კანადაში 300 000 ხის თესლი დაირგა.

ტყის აღდგენის პროცესის ფარგლებში დრონი პირველ რიგში ლანდშაფტის სკანირებას ახდენს, რათა თესლის დასარგავად საუკეთესო ადგილი შეირჩეს. შემდეგ მოწყობილობა სპეციალურად დამუშავებული თესლის ძირებს ნიადაგში ოპტიმალურ სიღრმეში ათავსებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თესლთან დამატებითი საკვები ნივთიერებების სპეციალურ კომბინაციაც იქმნება, რათა ხეები სწორად გაიზარდოს.

მთელი ამ პროცესების წარმატებით შესრულების შემდეგ დრონები დამატებითი ნივთიერებების მიწოდებასა და ნერგების ზედამხედველობაზე ზრუნავენ.

როგორც კომპანია აღნიშნავს, ხეების დარგვა ნახშირბადის დონის შემცირების ყველაზე სწრაფი, იაფი და ბუნებრივი გზაა. ავტომატიზებული პროცესი კი ტემპს კიდევ უფრო აჩქარებს. ამჟამად დრონს დღეში 10 000-ზე მეტი ხის დარგვა შეუძლია, თუმცა მოლოდინების თანახმად, სიჩქარე და ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორ იღებენ “მინისებრი” პეპლები გამჭვირვალე ფრთებს?

HBR-ის ქართულენოვანი გამოცემები, თბილისის წიგნის ფესტივალზე, ფასდაკლებით იყიდება