Dimensions 2018 წლის ფესტივალზე, რომელიც 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, ნილს ფრამს, მარგარეტ დიგასს, ჯონ ტალაბოტს, ავალონ ემერსონსა და 50-მდე სხვა არტისტს შორის, წელს, პირველად, ლაინაფში ქართველი, კლუბ ბასიანის რეზიდენტი, გიორგი ყანჩელიც – Kancheli (bassiani) მოხვდა.

Dimensions არის, მსოფლიო მასშტაბით, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი ფესტივალი, სადაც ყოველწლიურად, წარმოდგენილია ამ სფეროს ლეგენდარული არტისტები, როგორც მაგალითად: Floating Points, Massive Attack, Grace Jones, Little Dragon, ისე თანამედროვე, აქტუალური შემსრულებლები. Dimensions არის საუკეთესო ადგილი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის და არამარტო, რომ გახდნენ, მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილი არტისტების ლაივ მუსიკის შესრულების თანამონაწილეები და ისიამოვნონ ტექნოს, ჰაუსის, დრამ-ენდ-ბეისის, რეგის, დისკოს, ჯაზის, ფანკის, სოულისა და ა.შ. მოსმენით.
ფესტივალის გახსნითი ცერემონია, ყოველ წელს, ხორვატიაში, ქალაქ პულას ცნობილ Fort Punta Christo ციხესიმაგრის რომანულ ამფითეატრში იმართება.