ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდოსთვის კანდიდატების წარდგენა დაიწყო. განაცხადების მიღება ამ ბმულზეა შესაძლებელი, სადაც შეგიძლიათ, წარადგინოთ ის ადამიანი, რომელსაც ჯილდოს შესაფერისად თვლით. რეგისტრაცია 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გუჯეჯიანის საპატიო ჯილდო 2019 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა შემოქმედებით ინდუსტრიაში დამსახურების მქონე ადამიანს, მათ, ვისაც ამ დარგში განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული. პირველი ასეთი ჯილდო ვატო ქავთარაძეს გადაეცა, მოგვიანებით კი ის მიიღეს ეკა ყიფიანმა, ნინჩო ეგაძემ და ლევან ლეფსვერიძემ.
საპატიო ჯილდო საქართველოში კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ, შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წევრის – ნიკა გუჯეჯიანის გარდაცვალების შემდეგ დააწესა.