in

პირველი ქართული ბიზნეს რეალითი შოუ „კანდიდატი“ – როგორ შეცვალა ექსპერიმენტულმა სივრცემ მონაწილეების ცხოვრება პროექტიდან დღემდე

რუსთავი 2-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი, ბიზნეს რეალითი შოუ „კანდიდატი“ ეთერში 2005 წელს გავიდა. პროექტი ინოვატორი იყო მედიაბაზარზე და უნიკალური შანსი მისცა ნიჭიერ და ახალგაზრდა სტუნდეტებს პრაქტიკული და საინტერესო გამოცდილების მისაღებად.

ეს იყო გამოწვევა. მონაწილეების მთავარი მიზანი იყო, გამოეცადათ საკუთარი ძალები მოკლე დროში, დაეგეგმათ წარმატებული პროექტები და ებრძოლათ საქართველოს ბანკის გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად. ექსპერიმენტმა გაამართლა. პროექტი იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული გახდა და მოახერხა სწორი მესიჯების მიწოდება საზოგადოებისთვის.

შოუს ფარგლებში 14 კანდიდატი ორ ჯგუფად გაიყო. ყოველკვირეული დავალებები გუნდურ რეჟიმში სრულდებოდა. ეს პირობა იყო შოუს მთავარი უპირატესობა და დაბრკოლებაც. 13 ტურის განმავლობაში საკუთარი გუნდის წევრების, მომხარებლის დარწმუნება და შეცდომების მინუმუმამდე შემცირება არც ისე იოლი აღმოჩდა.

საინტერესო, ექსტემალურ და დაძაბულ სიტუაციებს ყველაზე უკეთ პროექტის გამარჯვებულმა, ლუკა ლომაიამ გაართვა თავი. საინტერესოა, რა ხდება მთავარი მოტივატორი მსგავსი შუების მონაწილეებისთვის და როგორ ახერხებენ ისინი მოკლე დროში დიდი ინფორმაციის პრაქტიკაში გადატანას. მარკეტერი შოუს მონაწილეებს ესაუბრა იმის გასარკვევად, თუ როგორია მათი ცხოვრება დღეს, რა გამოცდილება დაუტოვა პროექტმა მონაწილეებს და რამდენად  ეფექტური ტრამპლინი აღმოჩნდა ,,კანდიდატი” მათი კარიერის დაწყებისთვის.

თეა შენგელია – Hard Rock Cafe Tbilisi-ის დირექტორი:
შოუს შესახებ განცხადება ერთ-ერთ საიტზე ვნახე. იმ დროს ასეთი სახის პროექტი უცხო და საინტერესო წამოწყება იყო. სამსახურდან წამოვედი და გადავწყვიტე, ჩემი ძალები სხვა ფორმით მომესინჯა. რა თქმა უნდა, ეს იყო ახალი, საინტერესო და ამავდორულად, რთული გამოწვევა, თუმცა ვიცოდი, რომ სწორ ადგილას მოვხვდი. ლადო გურგენიძესთან მუშაობის ფაქტორი ძალიან მნიშვენლოვანი იყო ჩემთვის. ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მენეჯერი ჩვენს განვითარებაზე უშაულოდ ზრუნავდა და პროფესიულ რჩვებს გვაძლევდა. მსგავსი ექსპერიმენტები ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ახლაც დიდი სიამოვნებით მივიღებდი მგავს პროექტში მონაწილეობას. ასეთი პროცესები მოკლე დროში გაძლევს გაზრდის საშუალებას და რაც მთავარია, ეფექტურ გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვენლოვანია კარიერის დასაწყისში .

ლუკა ლომაია –  ხელმძღვანელობს რამდენიმე  შპს კომპანიას და მუშაობს კერძო პროექტებზე:
შოუში 20 წლის ასაკში მოვხვდი. პროექტში მიღებული გამოცდილება მომავალში ძალიან გამომადგა. მაშინ ჩემთვის მთავარი მოტივაცია ახალი კონტაქტები, სიტუაცია და გამოცდილება იყო. შოუ ჩემთვის მეტად საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ ვსწავლობდი ESM-ში, ტექნიკურ მიმართულებაზე და ნებისმიერი სახის პრაქტიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პროექტში გამარჯვების შემდეგ საქართველოს ბანკის გუნდის წევრი გავხდი, რაც ძალიან კარგი ტრამპლინი აღმოჩნდა კარიერის დასაწყისისთვის. მსგავსი გამოწვევები სწორედ მათთვისაა, ვინც ჯერ კიდევ არ იცის საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების მაქსიმუმი. მონაწილეებიისთვის სხვა თვისებებთან ერთად ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ინტუიცია და მონდომება. ასეთი შოუები არ იქმნება კონკრეტული ადამინების პოპულარობისთვის. პირველივე დღიდან კარგად უნდა იაზრებდე, რა მოლოდინები და მიზნები გაქვს.

გიორგი ჩალაძე – თანაშრომლობს რამდენიმე კომპანიასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:
„კანდიდატი“ იყო, ქართულ მედიაში, პირველი ბიზნეს რეალითი შოუ და ამიტომ პროექტში მონაწილეობა ორმაგად საინტერესო იყო. ბაკალავრი ახალი დამთავრებული მქონდა და 21 წლის ასაკში ახალი გარემო პირველ რიგში ახალი გამოწვევა იყო. იმ დროისთვის მიჭირდა, დავრწმუნებულიყავი საკუთარ შესაძლებლობებში. მოწვევები მქონდა ჰარვარდის, იელისა და სხვა პრესტიჟული უნივერტიეტებიდან, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა როგორც ფინანასური, ასევე სხვა მიზეზების გამო. ამ პროექტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ გარისკვა ღირდა და დავიჯერე, რომ ყველაფერი შესაძლებელია და პროექტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერისტეტში წავედი სწავლის გასაგრძელებლად. რაც შეეხება დაბრკოლებებს, რომელიც ყოველ ტურში გვხვდებოდა, იმ დროისთვის საკმაოდ რთულად მეჩვენებოდა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი მეტად რთული ცხოვრებისეული თუ კარიერული გამოწვევებისთვის გვამზადებდა. ახალ ადამიანებსა და ლადო გურგენიძესთან თანამშრომლობამ ბევრი რამ მასწავლა და იმ ღირებულებებმა, რაც იმ პერიოდში გავიაზრე, სამომავლოდ, ბევრი რამ განაპირობა. ძალიან მიხარია, როცა „კანდიდატის“ მონაწილეებს ვხვდები საქმიანი, თუ პირადი შეხვედრების დროს. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი საქმე და გზა იპოვა. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუმეორებ, რომ აუცილებელია ძალების გამოცდა. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. ერთადერთი ლიმიტი ჩვენი აზროვნებაა. დოგმებისგან თავისუფალ გონებასა და სწორ ღირებულებებს ძალიან დიდი ძალა აქვს და ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

ბიზნეს რეალითი შოუ „კანდიდატის“ მიზანი იყო ახალგაზრდული ძალის აღმოჩენა. როგორც აღმოჩნდა, არაორდინალური სიტუაციები ძალიან მოკლე დროში ცვლიან ადამინების გონებასა და ცნობიერებას. მკაცრი წესები და კონკრეტული დავალებები გაიძულებს, გამოავლინო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. კონკრეტულად ხედავ საკუთარ შეცდომებსა თუ წარმატების შედეგს. ყველა მონაწილემ პროექტი დატოვა საკუთარი შეცდომის გამო, მეორე შანსი არ არსებობს. სწორედ  ამიტომ, ბიზნეს რეალითი შოუ არის იდეალური სივრცე საკუთარი თავის ობიეტურად შეფასებისთვის. თითოეული მონაწილისთვის კი პროექტი იდეალური ტრამპლინი აღმოჩნდა მომავალი კარიერისთვის. კომფორტის ზონის დათმობა და საკუთარ თავში ახალი ძალების აღმოჩენის სურვილი დასაბამს აძლევს ახალ იდეებს, ძალებსა და მუხტს წინსვლისთვის. ხშირად, მიზნამდე მისაღწევი გზა, მეტად საინტერესო და თავგადასავალებით სავზეა, ვიდრე დასახული მიზანი.

ღია მიკროფონი დედამიწის საათისთვის

სატრანსპორტო ქსელი Hophop.ge, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს