in

ყველაზე ღირსეული კანდიდატი

ჰეინეკენ

ორი კვირის წინ მარკეტერზე კონტრიბუტორს ვეძებდით. ათეულობით CV მივიღეთ. ნაწილი კანდიდატებისა  გვამცნობდა საკუთარ წონას და იმას რომ 5 წლის ასაკში რომელიღაც ანსამბლში ცეკვავდა. ვაკანსიის გამოცხადებისას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო რომ კანდიდატს ხშირად შეემოწმებინა მეილი.

გვაინტერესებდა რამდენად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს და მოვიფიქრეთ “დავალება”:

შერჩეულ კანდიდატს მეილი გავუგზავნეთ, სადაც ვუთხარით რომ 24 საათის განმავლობაში უბრალოდ Reply გაეკეთებინათ. შედეგად კანდიდატების 50%-ზე მეტი ამ ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს. მოდელი იმდენად ეფექტური იყო რომ გვეგონა რაღაც “სასწაული” გამოვიგონეთ. (ამ დრომდე ასე გვეგონა)

ვინც სამსახურს ეძებს და გასაუბრებაზე ყოფილა იცის, რომ ეს პროცესი ძირითადად სტანდარტული შეკითხვები და მომზადებული პასუხებია. (გაყალბებულ CV-ები ცალკე პრობლემაა)

ჰეინეკენი გასწავლით როგორ უნდა აარჩიოთ ყველაზე ძლიერი და სასურველი კანდიდატი! ნახეთ ვიდეო

ნესპრესო

ნესპრესოს ახალი კამპანია

sophiko chiaureli

2 მარტს, ქველმოქმედება სოფიკოს სახელით !