in

კანის დაავადებების კომპიუტერული დიაგნოსტიკა უახლესი და ინოვაციური აპარატით უკვე საქართველოში !

საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა “კანი” კანის დაავადებების დიაგნოსტიკას უახლესი და ინოვაციური აპარტით გვთავაზობს. რამდენად უსაფრთხოა, ვის შეუძლია დიაგნოსტიკის ჩატარება, კონკრეტულად რისი დადგენაა შეიძლება აპარატით, ამ და სხვა კითხვებზე დეტალური ინფორმაციისთვის მარკეტერი კლინიკა “კანი”-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან  ურთერთობის მენეჯერს – სანდრო ბოჭორიშვილს ესაუბრა. 

M: როდის გაიხსნა კლინიკა “კანი” და სად მდებარეობს?

კლინიკა კანი გაიხსნა 2014 წლის 25 სექტემბერს , მდებარეობს ჭავჭავაძის 7 ნომერში.

klinika kani aparatiM: რატომ გადაწყვიტეთ ამ აპარატის ჩამოტანა ? 

ხალხს ყოველთვის აინტერესებდა გამონაყრის სახეობა,  არის თუ არა ეს გარკვეული პრობლემა, აქვს თუ არა განვითარების რისკები. ყველა გამონაყარს და არსებულ ხალს აქვს განვითარების რისკები, შეიძლება იყოს ეს მზის სხივები, სოლარიუმის სხივები და ფაქტორები რაც ყველას კანზე ახდენს ზემოქმედებას, თუმცა სიღრმისეულად არ ვიცით რა რისკების წინაშე ვიმყოფებით. ამის გარკვევაში გვეხმარება აპარატი, რომელიც გერმანიაში შეიქმნა. ეს არის ინოვაცია მთელი მსოფლიოსთვის კანის სრულყოფილ გამოკვლევაში. აპარატი უღებს მთელ სხეულს ფოტოს და ამუშავებს სპეციალურ პროგრამაში, რაც დიდი სიახლეა ამ დარგში და კონკურენტი არ ჰყავს. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პროცესი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, ქართველი მოსახლეობისთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

M: რატომ არის ეს აპარატი ინოვაციური და რას შეისწავლის ის ? რისი დიაგნოსტირებაა შესაძლებელი ?

“FotoFinder bodystudio” აპარატი ინოვაცურია მთელ მსოფლიოში, რომელსაც იყენებს ევროპის წამყვანი კლინიკები. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აპარათი მთელს ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენ გვაქვს. აპარატი მთლიანად უღებს სხეულს ფოტოს და აფიქსირებს თავის პროგრამაში, სხეულზე აღიქვამს ყველა სახის გამონაყარს და ხალს, რომელიც ჩვეულებრივად თვალით არ არის შესამჩნევი და შეიძლება ადამიანისთვის ისე გარდაიქმნას დიდ პრობლემად, რომ ვერც კი მიხვდეს. აპარატი გვაძლევს საშუალებას დინამიკაში ვაკონტროლოთ ყველა ცვლილება, რასაც ფიზიკურად ერთი ექიმი ვერ გააკონტროლებს. ამაში გვეხმარება აპარატის პროგრამა, რომელსაც ასევე აქვს მაღალი ხარისხის დერმატოსკოპი, რომელიც ადიდებს პროფესიონალურ დონეზე რაც უბრალო აპრატებისგან განსხვავებით გვეხმარება მაქსიმალურად სწორი დიაგნოზის დასმაში. ონლაინ კონსილიუმების დროს, როცა ჩვენ პარტნიორ კლინიკებს ვუგზავნით ფოტოს, ისინიც განიხილავენ პაციენტების კანის მდგომარეობას. ამ ფოტოს საშუალებით ექიმს უფრო კარგად შეუძლია დიაგნოზის დასმა, ვიდრე პაციენტთან პირადად ყოფნისას. დიაგნოსტირება სრულიად ავტომატურია, რა დროსაც ექიმი არ ერევა.

სხვა კლინიკებში არსებობს ჩვეულებრივი ფოტოაპარატით და მობილური ხელსაწყოთი კანზე დიაგნოსტირება, რომელიც ადაპტირებული მეთოდია საქართველოში, თუმცა ეს არის დაბალი ხარისხის და დიდი გადიდების შემდეგ გარჩევადობას კარგავს, რა დროსაც დიაგნოზის დასმა რა თქმა უნდა ბევრად რთულდება.

M: არის თუ არა აპარატით სარგებლობა უსაფრთხო ? 

აპარატით კანის გამოკვლევა სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რადგან ის არ იყენებს ლაზერულ სხივებს და მხოლოდ ფოტოს გადაღებით შემოიფარგლება, ამის შემდეგ იწყებს ამ მაღალი ხარისხის ფოტოს პროგრამულად დამუშავებას.

M: შეუძლია თუ არა ნებისმიერ მსურველს  ჩაიტაროს დიაგნოსტიკა ამ აპარატის საშუალებით ? როგორ ხდება მათი მიღება ? 

ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს და ჩაეწეროს ვიზიტისთვის, მხოლოდ ერთი ზარით.

დიაგნოსტიკის ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ მეთოდებით მკურნალობა მიმდინარეობს ევროპის ქვეყნებში, სადაც ეს მომსახურება საკმაოდ ძვირია. ჩვენ გავაანალიზეთ ქართული მოსახლეობის შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოსახურება უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან ეს მომსახურება მთელ მსოფლიოში ყველაზე იაფია, მიუხედავად იმისა რომ არანაირი განსხვავება არ არსებობს ჩვენ და ევროპულ კლინიკებს შორის. ასევე, კლინიკა გეგმავს თვეში ერთხელ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების უფასო გამოკვლევას, რომელიც ჩვენი მხრიდან თანადგომა იქნება მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

დიაგნოსტირებისთვის ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორია სიმაღლე,  პაციენტი არ უნდა 1.30ზე (მეტრი და ოცდაათი) სმ-ზე დაბალი, ამ შემთხვევაში აპარატს არ შეუძლია მთლიანი დიაგნოსტიკის ჩატარება, თუმცა ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია კონკრეტული ადგილები გადავიღოთ და ამის შემდეგ ავაწყოთ სრული ფოტო და დაამუშაოს პროგრამამ.

M: სხვა რომელ დაავადებებზე სთავაზობს გამოკვლევებს თქვენი კლინიკა ?

კლინიკაში შესაძლებელია ყველა კანის დააავადების მკურნალობა, კლინიკას ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა აქვს პეტერბურგის კათედრის პროფესორებთან, ასევე ახლო ურთიერთობა გვაქვს ფრანგულ კლინიკასთან, რომლებიც ჩართული არიან დიაგნოზის დასმის და მკურნალობის პროცესში. პაციენტები ხშირად საზღვარგარეთ მიდიან მსგავსი გამოკვლევისთვის, დღეს კი იგივე მომსახურებით შეუძლიათ საქართველოში ისარგებლონ ყველაზე დაბალი ფასით. ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს ექიმების კონსილიუმი, სადაც განიხილავენ ყველა პაციენტის მდგომარეობას და ერთობლივად იგეგმება მკურნალობის პროცესი. ასევე ეს პროცესი ონლაინ მიმდინარეობს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რაც პაციენტისთვის არ წარმოადგენს დამატებით ხარჯებს.

“არტპალასი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

“Euro-2016”-ის “მასკოტი” ცნობილია