ადამიანთა დიდი ნაწილისთვის SPF საზაფხულო ჩანთის ერთ- ერთ რიგით ატრიბუტად ითვლება. მზისგან დამცავები კი, ბევრი რუჯის მოყვარულისთვის, არც თუ ისე სასურველ და საჭირო საშუალებად ითვლება. ამიტომ PSP-მ გადაწყვიტა, ამ არც თუ ისე ჯანსაღ ქცევას, კრეატიული კამპანიით დაპირისპირებოდა და ზაფხულის მთავარ თემად მზისგან დაცვა ექცია.
კამპანია „კანის მაშველები“ აფთიაქებში, ციფრულ არხებსა და ინფლუენსერებთან ერთად გაეშვა. იდეა მარტივია: უსაფრთხო რუჯი არ არსებობს, ამიტომ ზაფხულში კანი ისეთივე დაცვას საჭიროებს, როგორც ადამიანი მაშველს სახიფათო სიტუაციაში. და ასე მოგვევლინენ მზისგან დამცავი საშუალებები ზაფხულის „გმირებად“.
როგორი შედეგი ჰქონდა კამპანიას?
- მზისგან დამცავებზე ინტერესმა ზრდა დაიწყო;
- ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ხარისხიანი დაცვის საშუალებებს;
- ცნობიერება მზის მავნე ზემოქმედებისგან თავის დაცვის აუცილებლობაზე სტაბილურად მზარდია.
- გაიზარდა SPF-ის აქტუალურობა – უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ამ თემასა და პირად გამოცდილებაზე საუბარი.
„კანის მაშველები“ PSP-ის გრძელვადიანი გზაა ქცევის შესაცვლელად და ჯანმრთელი ჩვევების დასამკვიდრებლად.
კამპანიის სრულ ისტორიას და გამოცდილებას იხილავთ ქეის ვიდეოში.
[R]












