ზაფხული მზესთან, დასვენებასთან, სილაღესთან და განტვირთვასთან ასოცირდება, მაგრამ ბრენდებისთვის ის ბევრად მეტია – ეს კიდევ ერთი, ახალი გამოწვევაა მომხმარებელთან კომუნიკაციაში – იყოს გულწრფელი, მზრუნველი, თქვას ახალი, რაც მთავარია, ღირებული, თუნდაც ისეთ რამეზე, რაზეც უკვე ბევრი თქმულა. PSP-ის ახალი ზაფხულის კამპანია, „კანის მაშველები“, ამას ზუსტად ასახავს. ეს არ არის მხოლოდ პროდუქტის რეკლამა – ეს არის იდეის გარშემო შექმნილი კომუნიკაცია, რომელიც საინტერესოდ აერთიანებს მომხმარებელზე ზრუნვას, მნიშვნელოვანი ამბის იუმორის სტილში თხრობასა და პროდუქტის ორიგინალურად ინტეგრაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში.
სიმართლე უნდა ითქვას!
კამპანია იწყება სიმართლეზე დაფუძნებული მკაფიო მესიჯით, გნებავთ გაფრთხილებით – უსაფრთხო რუჯი არ არსებობს!
ეს ფრაზა კი არ გვაშინებს, პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს – მომხმარებელმა უნდა იცოდეს — ქოლგის ქვეშაც კი კანი დაცვას საჭიროებს . PSP კი, როგორც გმირი ბრენდი, აქაც ადამიანების სილამაზისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგება და იქ, სადაც ადამიანები საფრთხის წინაშე დგებიან, მზის სახით, გზავნის ნამდვილ დაცვას – გამოსავალს – „კანის მაშველების” სახით.
კამპანია იწყება რეალური პერსონების, საზღვაო სეზონზე, სანაპიროზე დასაქმებული ადამიანების ვიდეოგზავნილებით და იშლება ლოკალური აქტივობებით სანაპიროებიდან, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სახალისო კონტენტით სოცალურ ქსელებში, რომელიც ადამიანებს აფრთხილებს, ეუბნება სიმართლეს რუჯის შესახებ – უსაფრთხო რუჯი არ არსებობს, გამიყენე SPF ! ქოლგა არ დაგიცავს, გამოიყენე კანის მაშველები!
[პარტნიორის კონტენტი]












