in

კანის ტკიპები ღამით ჩვენს სახეზე მეწყვილეს ეძებენ

შესაძლოა, ეს სასარგებლოც იყოს…

თუ ამას კითხულობთ, გამოდის, არც მარტო ხართ… ადამიანთა უმეტესობა ტკიპების საცხოვრებელს წარმოადგენს, რომლებიც ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჩვენი თმების ღრმა ფენებში ატარებენ. აქ ძირითადად სახე იგულისხმება და არა სხეულის სხვა ნაწილები. საინტერესოა ისიც, რომ ადამიანები Demodex folliculorum-ის ერთადერთ საცხოვრებელსაც წარმოადგენენ. დიახ, ისინი ჩვენს სახეზე იბადებიან, იკვებებიან, წყვილდებიან და კვდებიან. 

M2
M2

ახალი კვლევის თანახმად, მიკროსკოპული ტკიპები ექტოპარაზიტიდან შინაგან სიმბიონტამდე ვითარდებიან და იმგვარ არსებებადაც ყალიბდებიან, რომელთაც ორმხრივი სარგებლის მომტანი ურთიერთობა აქვთ მასპინძლებთან, ამ შემთხვევაში კი ჩვენთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ტკიპები იმდენად შეერწყნენ ჩვენს სხეულს, რომ ისინი ჩვენში უკვე მუდმივად ცხოვრობენ… 

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ამ ტკიპებს სხეულის ნაწილების გენების განსხვავებული განლაგება აქვთ, რაც საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტაციამ გამოიწვია, მათი დნმ-ის ცვლილებამ სხეულის უჩვეულო მახასიათებლები და ქცევებიც კი ჩამოაყალიბა, — ამბობს ალეხანდრა პეროტი, ბიოლოგი.

თუმცა სინამდვილეში D. folliculorum პატარა მომხიბვლელი არსებაა, მისი სიგრძე მილიმეტრის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ადამიანის კანის მკვდარი უჯრედები კი მისი ერთადერთი საკვებია, რასაც იგი 2-კვირიანი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ეძებს. ისინი მხოლოდ სიბნელეში ჩნდებიან და პარტნიორის საპოვნელად კანზე ფრთხილადაც დაცოცავენ, იმედოვნებენ, რომ მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას გათენებამდე მოახერხებენ. დიახ, ეს ყველაფერი ჩვენს სახეზე ხდება…

ტკიპების გენომზე მუშაობამ კი ზოგიერთი მომხიბვლელი გენეტიკური მახასიათებელი გამოავლინა, რომლებიც აღწერილ ცხოვრების წესს განაპირობებს. იმის გამო, რომ მათი ცხოვრება ძალიან მარტივია — აქ არ არსებობს ბუნებრივი მტაცებლები, კონკურენცია თუ სხვა ტკიპებზე დაქვემდებარება, მათი გენომი აუცილებელ საკითხებამდე შემცირდა. მათი ფეხები სამი ერთუჯრედიანი კუნთისგან შედგება, სხეული კი ცილების მხოლოდ იმ რაოდენობას შეიცავს, რომლებიც გადარჩენისთვისაა საჭირო. 

მათ მელატონინის ჰორმონის გამომუშავებაც არ შეუძლიათ, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებში განსხვავებული ფუნქციებით გვხვდება. თუმცა ტკიპამ გამოსავალი იპოვა და მას ჩვენს კანზე მოიპოვებს. მაშინ, როცა ეს ჰორმონი ადამიანების ძილის ციკლის რეგულირებისთვის მნიშვნელოვანია, პატარა უხერხემლოებში ის მობილობასა და რეპროდუქციას აძლიერებს.

ხოლო მიუხედავად იმისა, რომ კანის ტკიპებისთვის შეჯვარება ძალიან მნიშვნელოვანია, პოტენციური გენოფონდი მცირეა, რაც იმას გულისხმობს, რომ გენეტიკური მრავალფეროვნების გაფართოების ძალიან მცირე შესაძლებლობაა… 

ტკიპებს ბევრ რამეში სდებენ ბრალს… ადამიანებთან ხანგრძლივი ურთიერთობა კი იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ მათ ჩვენი კანის ფორებისთვის მარტივი, მაგრამ სასარგებლო როლი აქვთ, — აცხადებს ჰენკ ბრაიგი, ზოოლოგი.

რას ნიშნავს იყო თანამედროვე ფერმერი? – დიმიტრი ბანკანაშვილი

რას ვაკეთებთ ჩვენ უკეთესი მომავლისთვის?!