Kankel Cacao-ს შოკოლადის ფილის ახალი შეფუთვა კაკაოს მარცვლების წარმოშობის იდეას ეფუძნება. მისი კონცეფცია მომხმარებლების „პირველყოფილ“ შეგრძნებებთან დაახლოებაზეა ორიენტირებული — ვიზუალური თვალსაზრისით, ეს ამა თუ იმ ქვეყნის პეიზაჟების გამოყენებით ხდება, რასაც განწყობაში განსაკუთრებული ესთეტიკა შემოაქვს.
ამავდროულად, შეფუთვა ორ პარალელურ სივრცედაა დაყოფილი: ემოციურ და რაციონალურ… პირველი მათგანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლამაზს კადრებს მოიცავს; ხოლო მეორე ინფორმაციულ ნაწილია, სადაც შემადგენლობასა და შოკოლადის დამუშავებაზეა საუბარი. „არ ვივიწყებთ იმ ფაქტს, რომ ვიზუალური მხარე დიდაქტიკურ როლს ასრულებს მომხმარებლის ინფორმირებაში. თითოეული ტიპის შოკოლადისთვის უნიკალური შეფუთვა შევქმენით, რადგან გვინდოდა, ფერით დაწყებული, ფოტოთი დასრულებული, ყველაფერი წარმოშობის ფესვებზე ყოფილიყო ფოკუსირებული“.