in

ნახეთ: კანზასელმა წყვილმა 3 წლიანი მუშაობის შემდეგ მინიატურული სახლი შექმნა

მათ ძირითად ორიენტირად თავიანთი ბავშვობის სტილის სახლების დიზაინი გამოიყენეს

ალბათ, პატარაობაში ბევრ ჩვენგანს უოცნებია დიდ “სათამაშო” სახლზე, რომელიც ჩვენი ბავშვური ფანტაზიების ერთგვარი თავშესაყარი იქნებოდა. ალბათ, სწორედ ამ ოცნებას უკავშირდება კანზასელი წყვილის, ენი კამპფისა და კლიფ დონელის მიერ საკუთარი მინი თანამედროვე სახლის აშენება.

წყვილმა ძირითად ორიენტირად თავიანთი ბავშვობის სტილის სახლების დიზაინი გამოიყენა. თანაც მათ ინტერიერის დიზაინისა და რეკონსტრუქციული სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ ასეთ მასშტაბში არასდროს უმუშავიათ. როგორც ენი იხსენებს, მთავარი შთაგონება თოჯინების სახლის ხალიჩის ხილვისგან მიიღო – “მან გამახსენა, რომ მე, როგორც ინტერიერის ყოფილ დიზაინერს ყოველთვის მხიბლავდა მაღალი კლასის თოჯინების სახლის შექმნის იდეა”. 

“მშენებლობა” 2017 წელს დაიწყო და სამი წლის შემდეგ საბოლოოდ დასრულდა. სახლი 10 ლამაზ ოთახს და ელექტროგაყვანილობას მოიცავს. ეპიკური თოჯინების სახლი იმდენად საოცარია, რომ დაპატარავების და მასში ცხოვრების სურვილს გვიჩენს…

კედლებიდან და იატაკიდან დაწყებული, პატარა ავეჯითა და ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული, თითოეული ოთახი სავსეა პირადი დეტალებითა თუ ეპოქის თანმდევი ხიბლით.

ბუნებარე: „რაც უფრო „სიგიჟედ“ თვლიან შენს იდეას, მით უფრო ხვდები, რომ ეს უნდა გააკეთო“

ნახეთ: როგორ გამოჩნდა სუპერმთვარის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან?