8
May
2017

მთავარი გამოცდა მომავალი მედდებისა და ექიმებისთვის – Kaplan University-ს ექსპერიმენტი

8 May 2017

Elit Electronics


ცხოვრება გამოცდებისგან შედგება, ხშირად კი ამ გამოცდებთან თავის გასართმევად ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი განათლებაა. როგორც გაირკვა, Kaplan University-ს დამთავრება, მხოლოდ მაღალ ქულებზე, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სრულყოფილი ექიმი ან მედდა გახდე. უნივერსიტეტმა თავის სტუდენტებს ბოლო, ოღონდ ამჯერად, რეალური გამოცდა მოუწყო. 

 

მომავალ ექიმებს, ის, რასაც აქამდე ასწავლიდნენ, პრაქტიკულად უნდა გამოეყენებინათ, ამაში კი მათ უნივერსიტეტი დაეხმარა. საბოლოო გამოცდის ფარგლებში, სტუდენტებს უთხრეს, რომ დოკუმენტურ ფილმში იღებდნენ, სინამდვილეში კი, ნიჭიერი მსახიობების დახმარებით, ისეთი შემთხვევა მოუწყვეს, სადაც თავიანთი შესაძლებლობების, ცოდნისა და სწრაფად აზროვნების საშუალება ისე უნდა გამოეყენებინათ, როგორც პროფესიონალებს.

განხილვა