დემნა გვასალიას ბრენდის, Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში მოხვდა შავი მაისური, რომელსაც ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ ლოგო – შეკრული მუშტი აქვს ზურგზე გამოსახული. მაისურის უკანა მხარეს, შეკრული მუშტის ქვეშ წარწერა „კმარასაც“ ვხვდებით, წინა მხარე კი მინიმალისტურად, პატარა თეთრი ბორჯღალითაა გაფორმებული. აღნიშნული მაისური უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი 491.67 ევროს შეადგენს.