in

მოწყობილობა, რომელიც ჰაერს მინერალურ წყლად აქცევს

Kara Pure იყენებს საშრობ საშუალებას, რომელიც წყალს ჰაერიდან შთანთქავს

პროგრესის იდეა ბევრად უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია. რა თქმა უნდა, 30 წლის შემდეგ ადამიანებს გავაგზავნით მარსზე, თუმცა იმავე 30 წლის შემდეგ ქალაქების უმეტესობა შეიძლება დაბინძურებული ჰაერის, კლიმატის ექსტრემალური ცვლილებისა და სხვადასხვა რესურსის სიმცირის წინაშე აღმოჩნდეს, მათ შორის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასმელი წყლის. სრული სურათის წარმოდგენა ალბათ რთულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, რომელიც ცვლილებების გზაზეა, მაშინ ყველაფრის დაშვება შეიძლება.

გაიცანით Kara Pure, წყლის დისპენსერი, რომელიც ჰაერს სასმელ წყლად აქცევს. კოდი სიუდენის დიზაინით შექმნილი ამ დისპენსერის იდეა ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა. თავად კოდი სიუდენი გაიზარდა ქალაქში, სადაც წყალი ბაქტერიებით იყო დაბინძურებული, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა მის მომხმარებლებზე. უვარგისი სასმელი წყლის პრობლემა დღესაც აქტუალურია, დაბინძურებული მიწისქვეშა წყლების გამო, ზოგან მთლიანად ამოწურულია გადაჭარბებული მოხმარებისა და კლიმატის ცვლილებების არარსებობის გამო. კოდი სიუდენის ეს ინოვაცია გარდაუვალი მომავალია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ავტორმა და მისმა გუნდმა უკვე დაასრულონ მისი შექმნა.

Kara Pure ამოიღებს წყალს ატმოსფერული ტენისგან, აქცევს მას მინერალებით მდიდარ, ტუტე სასმელ წყლად, რომელიც ატენიანებს და ასუფთავებს ტოქსინებს ორგანიზმში. მოწყობილობას, რომელიც ვიზუალით მონოლითურ ვერცხლის კოშკს ჰგავს, შეუძლია ყოველდღიურად 10 ლიტრამდე წყალი (2,5 გალონი) დახარჯოს, ასევე გაამდიდრებს მას 7 იშვიათი ბუნებრივი მინერალით და მიიყვანს pH 9,2+-მდე. გარდა ამისა, ის ატენიანებს და ასუფთავებს ჰაერს, ემსახურება რამდენიმე დანიშნულებას ერთდროულად, ასე რომ, თქვენ გაქვთ სუფთა წყალი დასალევად და სუფთა ჰაერი ყოველდღე. 

Kara Pure-ის ძირითადი ტექნოლოგია მისი ინოვაციურობაა. სიუდენი აღნიშნავს, რომ სხვა წყლის დამჭერი მოწყობილობები ატმოსფერული ტენის კონდენსაციისთვის იყენებენ მაცივრებს. ეს პროცესი ხმაურიანი და გარემოსთვის საზიანოა, ხოლო Kara Pure იყენებს საშრობ საშუალებას, რომელიც შთანთქავს წყალს ჰაერიდან. ჰაერი გადის ამ საშუალებაში და წყალი ინახება მოწყობილობის ავზში. შემდეგ ის გადის მრავალშრიან გამწმენდ სისტემაში, სადაც სტერილდება ულტრაიისფერი სხივებით და მინერალიზდება კალციუმით, მაგნიუმით, თუთიით, ლითიუმით, სელენით, სტრონციუმით, მეტასილიციუმით, სანამ იონიზატორში გაივლის. ფილტრში მას შორდება მინარევები და რჩება სუფთა, გამჭვირვალე წყალი. მისი მუშაობის პროცესი უხმაუროდ მიედინება და არანაირ ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე. ყოველდღე კი, 10 ლიტრ წყალს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ Kara Pure UI-ის კუთხითაც ძალიან პრაქტიკულია. მასზე არის მხოლოდ ერთი ღილაკი, რომლითაც იგი ირთვება და სამუშაოდ მხოლოდ ელექტროენერგიის წყარო სჭირდება. მოწყობილობის ოთახიდან ოთახში გადაადგილებაც მარტივად ხერხდება. უფრო მეტიც, მისი წაღება დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეიძლება და ერთადერთი, რასაც საჭიროებს წელიწადში ერთხელ 100-დოლარიანი ფილტრის შეცვლაა. 

როგორ იქცა ენერგიის მოპოვება კომერციულ აპლიკაციებად?

ელექტრო ბოტები მოტეხილობისას ქსოვილის სრულფასოვან აღდგენას შეძლებს