in

ყარამან ქუთათელაძის გამოფენა “უხილავი უტოპიები” არტ ვილა გარიყულაში

გამოფენა „უხილავი უტოპიები“ ქართველი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის, ახალ ფერწერულ სერიას აერთიანებს. წარმოდგენილი ნიმუშები წარმოსახვით ლანდშაფტებს ასახავენ, რომლებიდანაც გამქრალია ადამიანის კვალი. არყოფნის და დაუსწრებლობის მომენტები ქმნიან ჰორიზონტს, რომელზეც ერთადერთი მოლოდინი – სიმბოლური გამონათებაა. ყველაფრის უკან კი კოდირების და რეპრეზენტაციის ასწლიანი ავანგარდული ტრადიცია დგას – სინათლის კომპლექსური ძიება, რომელიც ყველა სურათში მეორდება.

დადას და ფუტურიზმის მარცხმა თანამედროვე ხელოვნებაში ახალი ამოცანა წარმოშვა -გამქრალი სივრცეების ძიება. ამ პლასტში გმირის მოგზაურობა, მისი აღმოჩენები, გარდაქმნები და ისტორია უტოპიურ სახეს იძენენ. საჭირო ხდება მისი პოვნა, გამოაშკარავება, გამჟღავნება. „უხილავი უტოპიები“, როგორც ავანგარდის ნანგრევებზე აღმართული დროშა და როგორც თანამედროვე ხელოვნების ნიშნული, სწორედ აქედან იწყებენ თხრობას, შეჩერებული ეპიზოდიდან, რომლიდანაც გმირის მოუხილველი სამყარო მოჩანს. ეს სამყარო, შექმნილ მდგომარეობაში, ყველა ჩვენგანისთვის ხდება ხელშესახები.

კოვიდ-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით, გარიყულას საგამოფენო სივრცეში ყარამან ქუთათელაძის გამოფენის ნახვა შესაძლებელია 25 თებერვლის ჩათვლით წინასწარი ჩაწერით.

ნახეთ: ტკბილი საკონდიტრო ნაწარმი პასტელურ ფერებში

არტისტმა პრასის ველი, ლედ განათების გამოყენებით, საოცრებათა ქვეყანად აქცია